ესპანურ პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად, გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად იყო საჭირო თანხა გამოეყო "მალაგას" ორი ფეხბურთელის - ისკოსა და სანტი კასორლას ტრანსფერებისთვის. ანდალუსიელები ფინანსური პრობლემების გამო გუნდის ამ ორი მთავარი ლიდერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
თუმცა ჟოზე მოურინიომ, რომელსაც პერესმა კითხვაზე საბოლოო პასუხი მოსთხოვა, კასორლასა და ისკოს გადაბირებაზე უარი განაცხადა. პორტუგალიელმა არჩევანი "ტოტენჰემის" ხორვატ ნახევარმცველზე ლუკა მოდრიჩზე შეაჩერა, რომლის სანაცვლოდაც "თეთრებმა" 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.
კასორლა, მოგეხსენებათ გასულ ზაფხულს ლონდონის "არსენალში" 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, ხოლო ისკომ "მალაგასთან" ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის პირობების თანახმადაც მისმა გამოსასყიდმა თანხამ 21 მილიონი ევროდან 35 მილიონ ევრომდე აიწია.
ამ საიუბილეო პოსტით შენი დედას ###### კიდევ ერთხელ ჟოზე
მიმაგრებული სურათი