Sky Italia-ს ცნობით, საფრანგეთის პირველ ლიგაში აღზევებული “მონაკო” პორტუგალიის ჩემპიონებს - ჯეიმს როდრიგესს და ჟოაუ მოუტინიოს ყიდულობს.
იტალიური პრესა იუწყება, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდა და “პორტუ” ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს მიიღებს.
ცნობა, რომ 26 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი და 21 წლის კოლუმბიელი ფორვარდი “მონაკოში” გადავიდოდნენ, ორი დღის წინ გახდა ცნობილი და ყველა ფორმალობის მოგვარებას სულ რაღაც 48 საათი დაჭირდა.
მოუტინიო და როდრიგესი “პორტუში”ბოლო სამი სეზონია თამაშობენ. პორტუგალიელებმა კოლუმბიელი არგენტინული “ბანფილდიდან” 2010 წელს შეიძინეს, რომელმაც იმ წელს ქვეყნის ჩემპიონობა სენსაციურად მოიპოვა. მოუტინიო “დრაკონებამდე” მისი პრინციპული მეტოქის, “სპორტინგის” შემადგენლობაში თამაშობდა. როდრიგესმა “პორტუს” მაისურით 32 გოლი გაიტანა, ხოლო მოუტინიომ - 10.
მშვენიერია აი ძაან მაგრად გაასწორებს ეს ორი კაცი მონაკოში

,ეს ჯერ დასაწყისია კიდე ვინებს იყიდიან ნეტა
მიმაგრებული სურათი