დავიწყოთ იმით რომ მე ლივერპულზე ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიძახი, ლივერპული ეს ინგლისია! ამით რისი თქმა მინდა. როდესაც ეს დიდი გუნდი ევროპულ სარბიელზე წარმატებებს აღწევს მაშინვე ინგლისში მათდა სასიკეთოდ დიდი რეორგანიზაციები იწყება და არა მარტო ლივერპულის არამედ მთელი ინგლისისთვის წარმატებების ზრდა იწყება ხომე. გაგხსენებ რამხელა ძვრებია დაწყებული საინვესტიციო კამპანიები, ეს ჩვენი ბადრიც ხომ ჩაცუნცულდა და ვესთჰემის აქციებს ეპოტინება. რამოდენიმე მილიარდელმა ჩადო დიდი ინვესტიციები მათ შორის მანჩესტერშიც. და როგორ ფიქრობ შედეგს არ გამოუტანთ?განსხვავებით მანჩესტერისგან! ესიგი ლივერპული როგორ გითხრა არის აპერეტივიც და დელიკატესიც ერთად!(მანჩესტერის შესაჭმელად არა ვგულისხმობ)გაგახსენებ, მესმის რომ ბრწყინვალედ შენც იცი როდესაც მანჩესტერმა პირველმა ინგლისურმა კლუბმა მოიგო ჩემპიონთა თასი ამით ინგლისელებმა უბრალოდ ჟინი მოიკლეს ესე ვთქვათ. ამას იქ ინგლისში არანაირი ძვრები სასიკეთოდ არ მოჰყოლია.აი როდესაც ლივერპული გამოჩნდა იმავე ტურნირზე მაშინ ეს კი დასაბამად მოევლინა მთელ ინგლისურ საფეხბურთო კლუბებს ევროპულ ასპარეზზე. ის იმ აპერეტივის მსგავსად მადის ამღვძვრელი იყო ინგლისურ კლუბთათვის, ის იყო მაგალითი(და დღემდე ესეთად რჩება)თუ რისი გაკეთება შეეძლოთ არა მარტო ლივერპულს არამედ მთელ ინგლისურ საფეხბურთო კლუბებს ევროპულ ასპარეზზე!(სადაც მანამდე ესპანურ იტალიური ჰეგემონია სუფევდა, მან შეძლო მათთვის მყუდროების დარღვევა!)და რომ იმ ქომაგთა უზომო სიმთვრალე არა ერთი იმდენი წარმატებისთვის კიდევ უნდა მიეღწიათ რადგანაც ისეთი ჟინით იყვნენ მაშინდელი ინგლისური კლუბები რომ მათი შეჩერება წარმოუდგენელი იყო.რაც შეეხება დელიკატესს ამაში მე ვგულისხმობ იმ გუნდების დაყუდებას რომლებსაც დიდი ლვერპული არ ერიდება ხოლმე. პირველ რიგში რეალი რაღა თქმა უნდა!(მე ვინც მძულს ერევნის არარატის და მოსკოვის სპარტაკის შემდეგ ეგ მადრიდის რეალია, აი მანჩესტერი კი არ მევასება)
ჩაშვებულ თამაშებზე თუ გსმენია რამე? მე ვეცდები გადმოქცე ერთერთი ასეთი ჩაშვებული თამაშის პერიპეტიები, რაღა თქმა უნდა იმედია თავს არ შეგაწყენ! დავიწყოთ.როდესაც ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა მანჩესტერი ფინალში და ბავარიას ხვდებოდა, რა ხდება ამ დროს.(საქართველოში პირველ რიგში) გავიდა ფინალში გუნდი რომელიც უამრავი ხალხისთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არის უარყოფითი ემოციების გამომწვევი(ნუ გეშინია ეს სიტყვები შენდა გასახარად მანჩესტერს არ ეხება, ეგ ბავარიას ვგულისხმობ! სძულთ არა მარტო საქართველოში არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სამყაროში (პრიბალტიკა არ იგულისხმება)ვისაც და ვინც კი იმ რეჟიმის ქვეშ იზრდებოდა ჩამოუყალიბეს რუსებმა იციან თქმა вооброзимый враг. (მათგან განსხვავებით მე სულაც არ მძულს ეგ გუნდი და მაინც ე მანდ ბავარიას სარეკლამო კამპანია არ მინდა გამომივიდეს! )რისი თქმა მინდა იმ ბავარიას მაშინ ჰყავდა შემადგენლობა რომლის მსგავსი არსებობის მანძილზე არ ჰყოლია, მანამდე წაგებული ჰქონდა ორი ფინალი,(ერთი ინგლისურ კლუბთან) ეს იყო ფინალი სადაც ბავარია იყო დაგრუზული(ჟარგონის ენით) სასწაულად, არნახული თანხით!
თასი ეკუთვნოდა მაფიოზების მხრიდანაც და მაინც მოხდა აი რა!
როდესაც ბავარია უგებდა ამ უბედურებმა მომენტიც კი ვერ შექმნეს თუნდაც ილუზორული რომ ცოცხალზე ოდნავ მაინც შესულიყო ის თანხა რომ ცოტატი მაინც ამოესუნთქა ბუკმეიკერს!
რაღა დარჩენოდა ცენტრალურ ბუკმეიკერს რომელმაც ბრწყინვალედ იცის რომ თამაში რამოდენიმე კილოგრამიან ვერცხლის ჯამზე კი არა აუარებელ თანხაზე მიმდინარეობს! ხოდა ძამიკო ის ურეკავს სასწრაფოდ მაფიოზ ბეკენბაუერს და სთხოვს(არა, სწორი იქნება ულტიმატუმს უყენებს) თამაში უნდა წააგოთ!(დარჩენილია ერთი 10-12 წუთი)აქ ბეკენბაუერმა შეიცხადა!სადაც გაახსენეს თამაშის წესები რომ თუ რაზე მიმდინარეობს თამაში! გულის მოსაფხანად დაჰპირდნენ რომ სულ ცოტა ხანში მანჩესტერსაც და ზედ რეალსაც ახმარინებდნენ შინ და გარეთ ოღონდაც ეს თამაში ჩასაშვებია!
ბეკენბაუერმა ერთხელ კიდევ ვერ ივარგა როდესაც არასწორი არგუმენტი მოიყვანა.რომ მოედანზე ორი ისეთი კაცი თამაშობს რომლებიჩ ამ თამაშს არ ჩაუშვებდნენ არაფლის თავით და დიდებით (ესენი იყვნენ ლოთი ბასლერი და ოსი მათე, რომელსაც ამ ტროფეის გარდა თითქმის ყველაფერი ჰქონდა მოგებული და ფულიც მათ შორის.) და რა პრობლემაა წამოსძახა განრისხებულმა ბუკმეიკერმა, გამოჰყარე მოედნიდან ეგ დედამოტყ........ები! ოი ეგ როგორ ვერ მოვიფიქრეო მორჩილად მიუგო ბეკენბაუერმა!და დრო? კიდევ ფართხალებდა ბეკენბაუერი. შე ბრიყვო მიუგო ბუკმეიკერმა მსაჯი დაამატებს იმდენს რამდენიც საჭირო იქნება! აჰა კარგით ბატონო, როგორც იქნა შეეგუა ბეკენბაუერი რეალობას. რაღა ექნა გამორეკა მოედნიდან ერთმანეთის მიყოლებით ბასლერიც და ოსი მათეც!
ისე აგიხდეთ ყველაფერი როგორც ბუკმეიკერის გეგმამ გაამართლა და მსაჯმაც იმდენი დაამატა რამდენიც საჭირო იყო. ისეთი კუში მოხსნა რომ თვითონაც კმაყოფილი იყო და ბეკენბაუერს კიდევ ერთი რამ დაჰპირდა! სარეკლამოდ ბექჰემის სახელწოდებით განდონს გამოუშვებდნენ ევროპაში და წილში ბეკენბაუერიც იქნებოდა! (ამ განდონს ზოგი დღემდე დანიშნულების გარეშეც წამოიცმევს ხოლმე დილიხორის გულისთვის) ჰო მართლა თემას არ გადაუხვიოთ, ამ დროს იმ მოედნიდან გამოყრილ ფეხბურთელებს რაც შეეხება! ლოთი ბასლერის პროტესტი ის იყო რომ მან გუნდი დატოვა და მის პროტესტის საფუძველზე აღიარებით ჩვენებას აზრი არ ექნებოდა მას არასერიოზულად აღიქვამდნენ. აი მათეოსი კი ახტა მაგრამ გააფრთხილეს დედას გიტირებთო როგორც ტანკი ისე გაგჭყლიტავს ბავარიაო(ბავარიის ქვეშ მაფიოზი ბეკენბაუერი იგულისხმება)რაღა ექნა შეეგუა ესეც ბედს და კინაღამ საერთოდ გერმანიის მოქალაქეობაზე უარიც კი თქვა, გადაიხიზნა რა უნგრეთში.ბუკმეიკერი დანაპირებს არსოდეს გადავა მან შეასრულა ვალდებულება მიცემული ბავარიაზე და მართლაც ორიოდ წელიწადში შინ და გარეთ ახმარინა მანჩესტერი და ზედ რეალიც თან ისე რომ ის ვერცხლის ჯამიც მიაშავა!
რაც შეეხება მანჩესტერის ფეხბურთელებს, იქ მეორე ისტორიაა რომელმაც ჩემში მეტად დიდი უარყოფითი განწყობები გამოიწვია მათ მიმართ.რაღა გაზაა უნდა გიამბო.ეს მოხდა კორეა იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე. იმ ჩემპიონატის მსვლელობის დროს ერთი მატჩი იყო რომელიც ასევე კატასტროფული თანხით დაიგრუზა ერთ ერთ გუნდის სასარგებლოდ. ეს მატჩი იყო ინგლისი-ბრაზილია. და დაგრუზული იყო ინგლისი. და მერე რა? ერთი შეხედვით რა მოხდა ისეთი რომ ბრაზილიას მოეგო არა?
არა ძამიკო აქ სულ სხვა რამე მოხდა. როდესაც იმავე ბუკმეიკერმა შეატყობინა ინგლისში იმდროინდელ აგენტს ერიქსონს რომ თამაში წასაგებია(იმ ფინალისგან განსხვავებით ეს შეტყობინება თამაშამდე მიიღო)ერიქსონმა დაიბარა ყველაზე გოთვერნები ჩამშვები ფეხბურთელები რომლებსაც ანდობდა და ეყრდნობოდა ასეთ შემთხვევებში. ესენი იყვნენ: პოლ სქოულზი, დევიდ ბექჰემი და თვალებიანი ხორცის ნაჭერი(დევიდ სიმენი)
ჰოდა გაანდო რა მათ გეგმა ამ ვაჟბატონებისგან ყველაზე რიჟამ უთხრა რომ გული ხინჯს ეუბნებოდა და რომ ერთი მოთამაშე არ დაეყენებინა შემადგენლობაში, იმის გამო რომ ეგ ოხერი ბურთის გამტანია და ე მანდ პრობლემებს შეგვიქმნისო. ამის გამგონე ერიქსონმა მიუგო თქვე დედამოტყ.......ბო ვარჯიშზე ტრამვა მაინც მიგეყენებინათ მაგას რომ მეუბნებითო. აქ დევიდ ბექჰემმა ამ ბრიყვმაც ამოიღო ხმა და თავისი აზრი გადმოაფრქვია რომ პასს არ მიაწვდიდნენ და მორჩა რა პრობლემაა ვერანაირ გოლსაც ვერ გაიტანსო.არც ის ხორცის ნაჭერი დარჩა ჩუმად და დააიმედა რომ თუ მაინც რამე პრობლემა იქნებოდა აქ არ ვარო, 120 მეტრიდანაც რომდაარტყან ერთ ბურთს მე ვიღებ ჩემს თავზეო! ისე აგვიხდეს ყველაფერი როგორც აი იმ რიჟას ეჭვები არ იყო უსაფუძვლო რადგანაც იმ ოხემა მაინც შეუგდო ბრაზილიას, მასში ხარისონის სიმღერების ქვეშ ადუღებული სისხლი ჩქეფდა. და რად გინდა შეასრულეს დანაპირბი ამ ვაჟბატონებმა არც პასს აძლევდნენ და 120 მეტრუდანაც დასჭირდა გაეშვა ბურთი თვალებიან ხორცის ნაჭერს.
კლასიკაა, ახალგაზრდა თაობამ არ უნდა დაკარგოს
აი ვისთან გვიწევდა ჭიდილი