FinaLLeპიოლაღა დარჩენაი დ ა ეგაა
39 გოლიც ..
Darkside Of Me)
“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ფრანჩესკო ტოტის მიღწევა მწუხარებით მიიღო.
“ჯენოას” კარში გატანილი გოლის შემდეგ ტოტის სერია ა-ს ისტორიაში 225 გოლი მოუგროვდა და ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილს გუნარ ნორდალთან ერთად იყოფს. პირველ ადგილს სილვიო პიოლა იკავებს, რომლის ანგარიშზეც იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის შეხვედრებში გატანილი 274 ბურთია.
“ტოტი – ყოჩაღ, იგი ნორდალს დაეწია, ახლა წინ მხოლოდ პიოლია, თუმცა ეს რეკორდი ცოტათი არ იყოს მწუხარებით მოვიღე”.
“მწუხარებით ვიხსენებ იმას, რომ თავის დროზე ჩემმა მეგობარმა ანდრეი შევჩენკომ ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ვთვლი, რომ შევჩენკოს სერია ა-ს ყველა რეკორდის დამხობა შეეძლო, თუ “მილანში” დარჩენას გადაწყვეტდა, თუმცა ასე არ მოხდა”, – განაცხადა ადრიანო გალიანიმ.