"სკუდეტოს მოგება 3 გუნდს შეუძლია: ჩვენ, "ნაპოლის" და "იუვენტუსს". ახლა მესამე პოზიციაზე ვართ ჩემპიონატში, მაგრამ მე ამით არ დავკმაყოფილდები.
შეგვიძლია ამ სეზონში სკუდეტოს მოგებაც და ვიმედოვნებ, ამას შევძლებთ. ჩვენი გეგმა არის, რომ გუნდი გავაახალგაზრდავოთ და მომავლის "როსონერი" შევქმნათ, სწორედ ამიტომ წავიდნენ ზაფხულში ჩვენი გუნდის ლიდერები.
მინდა, რომ მოვიგოთ ქვეყნის ჩემპიონატიც და ჩემპიონთა ლიგაც. არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას, მინდა, რომ გუნდი 1/4 ფინალში გავიდეს.
ბალოტელი გენიოსია, მას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ გახდეს ჩვენი გუნდის ლიდერი სტეფან ელ შაარავისთან ერთად და ითამაშოს "მილანში" კიდევ დიდი ხანი, სწორედ მასზე, ფარაონზე და მატია დე შილიოზე აიგება მომავლის გუნდი" - განაცხადა "შავ-წითლების" პრეზიდენტმა Corriere Dello Sport-თან საუბარში.
რა დონეზე აუვარდა ბარსელონასთან მოგება თავში ბებერ ყვერს