მეც ასე ვიყავი.

ძალიან მაგარი იზრდება სანსონეც. მომენტის ბიჭია და შეხება და გოლი ერთია
ნუ ჩაიშხამებთ ახლა მაგ ბოლო გოლით ხასიათს.

მადლობა ღმერთს ბოლო წუთამდე დაცვას საქმე არ ქონია, აშკარად გადაიქანცა პარმა, ძალიან მაგარი პირველი წრის შემდეგ
თუმცა კონსტანტის პროგრესი აბსოლიტურად ამოვარდნილია ჩვენი დაცვის თამაშიდან, ძალიან მაოცებს ეგ მახინჯი

ძალიან კაი გამოდგა
დე შილიო დაბნეული ბავშვივითაა ჯერ მაინც
მონტი ძალიან მაგარია, რა დროს დაემტვრა დე იონგი თორემ ნორმალურად გვექნებოდა საქმე ცენტრში და ვიქნებოდით მაგათ იმედზე, აბა მუნტარის და ნოჩეს ჩემი მტერი ენდო. ძალიან მწყის ნოჩეს ამბავი მაგრამ აშკარა რეგრესი აქვს წელს
ბოა მშვენიერი იყო, ქონდა თავისებური მოუქნელი სოფლური მოქმედებები მაგრამ ყველაზე მეტად რაც თვალში მომხვდა ისაა რომ ჩვენმა "ათიანმა" პასის გაკეთება არ იცის, სირცხვილია ეს, და მაგან თავის თავზე თუ არ იმუშავა ახლა უკვე ვერავინ ვერაფერს ასწავლის. თორემ ბოლომდე რომ იხარჯება ყველა თამაშში რათ უნდა ლაპარაკი
ნიანგი კაი ბიჭია და დღითიდღე ამტკიცებს ამას
მარიოზე კი ზედმეტია საუბარი, ასე უნდა გააგრძელოს.
ალეგრის საღოლ მაგის არცერთი გამოხტომა არ დაუტოვებია შენიშვნის და ღრიალის გარეშე, ჭირდება ეგ მარიოს ნაღდად
გუშინდელი თრილერის შემდეგ საკმაოდ დაღლილი ლაციო მომაკვდავ სიენას ხვდება მაგრამ შეუძლია ქულების ართმევა მაინც, მერდებისკენაც ფიორეს იმედი მაქვს და იმედია ამ ტურის მერე უკვე სამეულში ვიქებით