FC Bayern Geo Fans
მიმდინარე სეზონზე მარიო გომესს ყველაზე მეტად მოთმინება სჭირდება.

მიუნხენური კლუბის წინა წლის ბომბარდირი ჯერ ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, ახლა კი სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა, რადგან მისი არყოფნის პერიოდში ძირითადში ადგილი მანძუკიჩმა დაიკავა.
Sport Bild-თან ინტერვიუში გომესი ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს, როგორც ჩანს ლევანდოვსკის საკითხმა საკმაოდ გააღიზიანა:
``ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ როგორია: გუნდი იგებს 4:0, გაგაქვს გოლი, გამოდიხარ მოედნიდან და ჟურნალისტები მხოლოდ ლევანდოვსკისთან დაკავშირებით გეკითხებიან. შემდეგ გადახედავ ბეჭდურ მედიას და ყველგან ერთი და იგივე შეკითხვაა დასმული. მინდა გითხრათ, რომ შეკითხვის ადრესატი არასწორად მოძებნეთ. მე მხოლოდ ჩემი საქმის კეთება შემიძლია, ეს არის ფეხბურთის თამაში.``
``როდესაც კლუბმა ახალი ფორვარდის მოყვანა გადაწყვიტა, იუპ ჰაინკესი მესაუბრა და საქმის კურსში ჩამაყენა, თან ჩემი აზრიც აინტერესებდა. მე ვუპასუხე: მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოვა. საბოლოოდ მე ყველაფერს დავძლევ. დღემდე ასე გრძელდება. საკმაო ხანია ამ სფეროში ვარ და შემიძლია ყველაფერი სწორად შევაფასო. რაზეც დღეს ასე კამათობენ, ორი თვის შემდეგ აღარავის ემახსოვრება. მნიშვნელოვანი მარტო ის არის, რა ხდება მოედანზე. მწვრთნელის ძალიან კარგად მესმის, საკმაოდ რთული არჩევანი აქვს ძირითადის შერჩევის დროს. მაგრამ ეს ჩემს გამონათქვამს არ ცვლის: მე მინდა თამაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებში.``
``როდესაც ული ჰიონესი ამბობს, რომ მომავალი ხუთი წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოვიგებთო, ეს ნიშნავს, რომ ამ დროს მეც აქ უნდა ვიყო. ჯერ კიდევ ყველას თვალწინ გვიდგას 2012 წლის მაისის კადრები. ნებისმიერ ბაიერნის ფეხბურთელს, ვინც ეს მარცხი განიცადა, ჩემპიონთა ლიგის მოგება და ტიტულის უკან დაბრუნება წყურია. ნამდვილად ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ დღევანდელი გუნდით ამას აუცილებლად მივაღწევთ.``
``იუპ ჰაინკესი ძალიან ბევრს გვესაუბრება, ცალკეულ ფეხბურთელს პირისპირ უხსნის რა აქვს მას გასაკეთებელი. საბოლოოდ ის წყვეტს, რა ჯობია გუნდისთვის. მეტი ამასთან დაკავშირებით სათქმელი არც არაფერია. ეს ყველაფერი მშვენივრად ფუნქციონირებს. სანამ ამ ფორმაციით შეხვედრებს ვიგებთ და სანამ როტაციით სისტემა და ჩვენი წესრიგი არ ზარალდება, ნებისმიერი ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენთვისაც განვითარების პროცესია.``
Sportbild.
Katerina Bayern.