ვოლფსბურგის ყოფილი მწვრთნელი შესაძლებლად თვლის, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა ბაიერნის წინააღმდეგ სიურპრიზი შემოგვთავაზოს.

გთავაზობთ მის ინტერვიუს Abendzeitung-თან.
- ბატონო მაგათ, პარასკევს ერთმანეთს ხვდებიან თქვენი ყოფილი კლუბი და მიუნხენის ბაიერნი. ხომ არ აპირებთ შეხვედრას ადგილზე დაესწროთ? თუ თქვენი დათხოვნის შემდეგ იქ სასურველი სტუმარი აღარ ხართ?
``არიან ადამიანები, ვისაც იქ ჩემი დანახვა კვლავაც სიამოვნებთ და პირიქით. კვირის ბოლო თავისუფალი მაქვს და გადაცემა ``Liga Total``-ში ვარ ექსპერტად მიწვეული. ამიტომ, რა თქმა უნდა თამაშს ტელევიზორში ვერ ვუყურებ.
- თქვენ ექვსი შვილი გყავთ. ბუნდესლიგის თამაშების დროს რამდენი კლუბის მაისური აცვიათ თქვენი ოჯახის წევრებს?
``ახლა უკვე არცერთი. ბოლოს რაც ეცვათ, მწვანე ფერის მაისური იყო, ვოლფსბურგის. ეს საკითხიც მოგვარებულია.``
- თქვენი რომელიმე შვილი ბაიერნის გულშემატკივარი ხომ არ არის?
``არა. არცერთი.``
- თქვენს მიუნხენში მოღვაწეობის პერიოდში ული ჰიონესმა აღნიშნა: ``როდესაც ახერხებ ორი ტიტულის ზედიზედ მოპოვებას და ამავდროულად ფეხბურთელების 80%-ში უარყოფითი განწყობის გაღვივებას, რაღაც რიგზე ვერ არის.``
``თუ მიღწევა შენარჩუნებული არ არის - მაშინ მწვრთნელს ითხოვენ. ბაიერნში ეს ასეა. ავიღოთ ბოლო ათი წელი: ბაიერნში არცერთ მწვრთნელს ჩემზე დიდხანს არ უმუშავია. ეს გასაკვირია, თუ?`
- არა.არა. ამას გარდა თქვენ დუბლი მოიგეთ.
``მართალია! მაგრამ კლუბის პასუხისმგებელმა პირმა ყოველთვის უნდა ახსნას მწვრთნელის დათხოვნის მიზეზი. მე დუბლი ჩემი სტილის გამო მოვიგე, მაშინ ნორმალური იყო, თუ როგორ ვასრულებდი ჩემს სამუშაოს. 2004 წელს ჰიონესმა თქვა, ჩვენ გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც დისციპლინას დაამყარებს და წესიერად იმუშავებს. მეც ეს გავაკეთე.``
- მოახერხებს ვოლფსბურგი სუვერენულად გადაირჩინოს თავი?
``გადარჩენაზე საუბარი არ უნდა იყოს, გავარდნასთან ვოლფსბურგს არაფერი ესაქმება. მე ვფიქრობ ევროლიგის ზონაში დამკვიდრდებიან. რაც შეეხება ბაიერნს, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივ სეზონს ატარებენ, ოდესმე წააგებენ . ამიტომ სრულიად შესაძლებელია ეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე მოხდეს, დორტმუნდსაც იგივე დაემართა ჰამბურგთან.``
- როგორ შეაფასებთ შვაინშტაიგერის მიმდინარე სეზონს?
``ვან გაალის პერიოდში მან ახალი როლი მიიღო. ძალიან მომწონს მის პოზიციაზე, არ ერიდება ორთაბრძოლებში შესვლას, ტექნიკურად კარგად თამაშობს, საშიშია შეტევაში, ასევე საჯარიმო დარტყმებისას. თავისი პოზიციიდან ძალიან ბევრს აკეთებს და ნებისმიერი მწვრთნელი გახარებული იქნებოდა, რომ შვაინშტაიგერი ყავს.``
- გიუნტერ ნეტცერმა და ოლაფ ტონმა კი აღნიშნეს, რომ ბასტიანი უფრო დაცვაში და რისკის გარეშე თამაშობს.
``ეს თვით ბაიერნის თამაშის სტილია მიმდინარე სეზონზე. ბორუსია სხვაგვარად თამაშობს, სწრაფად გადადიან შეტევაში, ბაიერნი კი ჯერ ბურთს ფლობს, ათამაშებს და შემდეგ იწყებს შეტევას. შვაინშტაიგერი თამაშობს იმას, რაც გუნდს სჭირდება, თუმცა შეუძლია წინ უფრო აქტიური იყოს. მაგრამ მიუხედავად ამისა თავისი პიროვნულობით, თავისი სპორტული შესაძლებლობებით იგი ისეთივე შესანიშნავია, როგორიც იყო და ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრების შემადგენლობაშიც.``
- თქვენ აღნიშნეთ, რომ მარტივად წარმოგიდგენიათ ლევანდოვსკის ბაიერნის რიგებში ხილვა.
``ეს კარგად ერგება იმ სქემას, კონკურენტი გუნდის ფეხბურთელები მოიყვანო შენთან. ამას ული ჰიონესი ბოლო წლების განმავლობაში კარგად ანხორციელებდა.``
- როგორ ფიქრობთ, ბაიერნი და დორტმუნდი კიდევ დიდხანს იქნებიან ბუნდესლიგის დომინანტები?
``ბაიერნი ასე კარგად არცერთ სეზონზე არ გამოიყურებოდა. ბუნდესლიგაზე წარმატება უკვე გარანტირებული აქვთ. თუ დორტმუნდს თასის მეოთხედფინალსაც მოუგებენ, დიდ კონკურენტს ჩამოიშორებენ. ამასთან 1999 და 2011 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ წელს გამარჯვების შესაძლებლობაც აქვთ.``
- ესე იგი, თქვენ ბაიერნის მიერ მიმდინარე სეზონზე სამი ტიტულის მოპოვება შესაძლებლად მიგაჩნიათ?
``რასაკვირველია. ბაიერნს მე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვხედავ.``
- სამი ტიტული ახალ მწვრთნელისთვის გარკვეული სირთულე იქნება. . .
``გუარდიოლას მოსვლა მესიის მოსვლასავით აღინიშნა, თითქოს ის მიუნხენში საფეხბურთო რევოლუციას მოაწყობს. მაგრამ მისთვის რთული იქნება ისედაც შესანიშნავი ფეხბურთელების კიდევ უფრო გაუმჯობესება. გუარდიოლასთან ერთად ბაიერნი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი იქნებიან, აქედან გამომდინარე ზეწოლაც დიდი იქნება. თუმცა გუარდიოლა ამას უკვე შეჩვეულია.``
abendzeitung-muenchen.de
Katerina Bayern.