მოკლედ დიდი ხანია არ დამიწერია აქ და დავწერ ეხლა ჩემს აზრს.....მწვრთნელი გვინდაო წერს ბევრი, ჩვენ მწვრთნელი გვყავს, ტიტო მშვენიერი მწვრთნელია და მშვენიერი ტაკტიკოსი...ამ კაცის დამსახურებაა ლა ლიგა განაღდებული რომაა, უკვე, ასე რომ ზაფხულში არანაირი ახალი მწვრთნელი არ გვჭირდება...მთავარია ვილანოვა ჯანზე იყოს....
ბოლო სამი თამაშია გუნდს კარის ჩარჩოში 3-ჯერ მეტი არ დაურტყავს, მილანთან 1 იყო, სევილიასთან 3 და რეალთანაც 3.....ჩემი აზრით მილანს ვერ გავცდებით თუ რამე არ შეიცვალა, შეცვლით კი არაფერი შეიცვლება სამწუხაროდ ამ ორ კვირაში....და მაინც თუ გავცდით მილანს მერე რას ვშვებით? ამ თამაშით ბავარია გადაგვივლის, ვერც მანიუს მოვუგებთ და სავარაუდოდ ვერც იუვეს....რეალი თუ გავიდა და გადაგვეყარა წარმოდგენაც არ მინდა რას გვიზავს....
ჰოდა რა მინდოდა მეთქვა ეხლა პირველი...ხავი შესაცვლელია უკვე, დაბერდა, თან გადაიღალა, თან ტრამვის რეციდივი აქვს, ვეღარ ახერხებს პრესინგიდან თავის დაღწევას, ასწრებენ და უფარებენ....ჩემი აზრით დარჩენილ სეზონში ალკანტარა უნდა წამოიწიოს წინა პლანზე და მომავალი სეზონიდან საერთოდაც ძირითადის ფეხბურთელი გახდეს, ტიაგო შესანიშნავი შემცვლელია ხავის, და მეტიც, უფრო მეტი პლიუსიც აქვს, უბრალოდ გამოცდილებაა საჭირო ეხლა მისთვის რათა ის პატარა ლაფსუსები აღმოიფხვრას მისი თამაშიდან, გამოცდილება კი მხოლოდ სათამაშო პრაქტიკას მოაქვს, ალკანტარას აშკარად უფრო ცოტა დრო ეძლევა ვიდრე იმსახურებს, მითუმეტეს ხავის ასეთი ფორმის დროს....
მეორე....ჩემი აზრით მესიმ ამოწურა თავი ცენტრ ფორვარდად, დაუმუღამეს და სუსტი/ფორმაში არ მყოფი ფლანგების (თავდამსხმელებს ვგულისხმობ) გადამკიდე გოლის გატანა კი არა თითზე ჩამოსათვლელ მომეტებს ვქმნით, ჩემი აზრით მესიმ უნდა დაიხიოს სუფთა 10 პოზიციაზე და წინ სუფთა ორი ფორვარდი ჰყავდეს, დროა ასეც სცადონ....ანდა დაბრუნდეს ისევ ფლანგზე სადაც მართლა შოუებს დგავდა....იმ სურათებთან დაკავშირებით რომ აი რამდენი კაცი მისდევს და აბა რა ქნას, რა ქნას ბიძიკო და რომ ხედავ აღარ გამოგდის 5 კაცის მოტყუება და დაგიმუღამეს გაიწია ფლანგზე და შეუშვი ვილია ცენტრში, ყბაჩო თუ ვერ გიბედავს მაგის თქმას შენ მიხვდი და უთხარი, მე შენ გეტყვი არ შეასრულებს რა....
მესამე დაცვა, კი ბატონო დაბერდა პუიოლი, კი ბატონო პიკე დასირდა, მაგრამ ჩემი აზრით მაინც მთავარი ისაა რომ განაპირა მცველები გვყავს წელს ორივე ზე შემტევი....წინ რჩებიან (განსაკუთრებით ალვეში ასაკი აქვს უკვე და ვეღარაა ისე სწრაფი) ხოლო ბებერი პუიოლი და დაყლევებული პიკე ვეღარ ასწრებენ დაზღვევას....აბიდალის დროს, მხოლოდ მარჯვენა ფლანგი იტვირთებოდა და უკან 3 მცველი რჩებოდა, ეხლა მხოლოდ 2 კაცია....ცენტრალური მცველი შესაძენია აუცილებლად ამ ზაფხულს, ოღონდ არა ისეთი ერთ სეზონიანი, აუ ნახე რა ითამაშა შარშან მოდი მოვიყვანოთ, როგორც წესი ასეთები ბარსაში არ ამართლებენ....ტერ შტეგენზე მოვიყვან მაგალითს, მეკარი კია მაგრამ მაინც, აქ უმრავლესობას უნდა, არადა 1 სეზონი ითამაშე შარშანდელი მაღალ დონეზე, თან ახალგაზრდაა....თქვენ დუტრუელი რომ მოიყვანეს, იმანაც გადასარევი წინა სეზონი ჩაატარა და მაგიტომ, არადა მანამდეც ### იყო და მერეც ### დარჩა, ასე რომ მე ვემხრობი უფრო გამოცდილი მეკარის შეძენეას და არა ტერ შტეგენის....ასევე უნდა მოიქცნენ მცველზეც, ჰუმელსია ჩემთვის დღეს დღეობით მისაღები კანდიდატურა, ლუიზს ისევ კანტერადან მირჩევნია ვინმე დააწინაურონ
მეოთხე ტაქტიკა...მოჭამა ამ 4-3-3 ტაქტყიკამ თავის დრო ბარსაში უკვე, გვარდიოლას შარშან ბევრი აკრიტიკებდა 3 მცველიანი ტაქტიკის და სიახლებიის გამო, მათ შორის მეც, მაგრამ ეხლა ვხვდები ის კაცი ხვდებოდა რომ ეს ტაქტიკა მალე აღარ "ივარგებდა" ყველა სიახლეს ფეხბურთში აქვს თავის ეფექტი რაღაც ეტაპზე მაგრამ მის წამალსაც პოულობენ ადრე თუ გვიან....გერეტსის მეთაურობით სტანდარტის დაცვამ 82-ში 1/2 ფინალში გააწამა დინამო თავის ხელოვნური ოფსაიდებით ორივე მატჩში, ეს მაშინ სიახლე იყო და ვერ აუღეს ალღო ჩვენებმა, ჯამში გავარდით, და მანამდეც და მერეც ასე იყო, მაგრამ მოეძებნა მაგასაც თავის წამალი (პრიმიტიული შედარებაა მაგრამ მაინც) ჰოდა დროა შეიცვალოს ძირითადი ტაქტიკა მე მომხრე ვარ 4-4-2 სუფთა 10 ნომრით (მესი) წინ ვილია პედრო ან სანჩესი...ჩემი აზრით ეს ტაქტიკა თავისუფლად გადავა 4-3-3 ტაქტიკაში თამაშის მიმდინარეობის დროს ისე რომ არავინ არ შეცვალო და უფრო მეტ მრავალფეროვნებას შეიტანს გუნდის თამაშში.
გვარდიოლა ყოველ წელს ახალ ტაქტიკურ სიახლეს გვთავაზობდა თავიდან იყო 4-3-3 მესი ფლანგზე და ტიკი ტაკა, მერე იყო 4-3-3 მესი ცენტრში, მერე იყო 4-3-3 ფაბრეგასი ცრუდ და 3-5-2 ან 3-6-1 ან 3-7-0
ტიტოს სიახლე რაც დავინახე თავიდან ის ოყო რომ გუნდმა უმატა შორიდან დარტყმებს, მეტი დრო სტანდარტებს დაეთმო ვარჯიშზე (მესი აშკარად ბევრს ვარჯიშობდა და ვარჯიშობს მაგ კომპონენტზე, კედელს ვერ აცილებდა მანამდე), ნუ ტაქტიკურად სიახლე არაფერი არ ჰქონდა და ვერც თამამ გადაწყვეტილებებს იღებდა ტიპა ახალი კანტერას სახეების შემოყვანით თამაში, გასაგებიცაა მას ზურგს არაფერი უმაგრებდა და გარისკვას არ ცდილობდა სანამ ასე ვთქვათ გვარდილას ჩრდილიდან არ გამოვიდოდა და თვითონ არ მიაღწევდა წარმატებას, რაც შესანიშნავად გამოსდიოდა რომ არა ავადმყოფობა....
პ.ს იმედი მაქვს რეალთან ღირსეულად ვითამაშებთ შაბათს და მილანსაც გავცდებით, მაგრამ ეს იმედი სიმართლე გითხრათ არაფრით არაა გამყარებული, უბრალოდ იმედია
პ.ს.ს აქ რაც დავწერე ჩემი სუბიექტური აზრია და რა თქმა უნდა ობიექტურობაზე თავს არ ვდებ ასე რომ ძალიან მკაცრადაც ნუ "გამაკრიტიკებთ"
This post has been edited by USSR on 28 Feb 2013, 19:06