მილანი ხარ და 4 - 0-ს აგებ...
ზოგადად მილანისთვის სირცხვილია, მაგრამ დღევანდელი მილანისთვის გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.
ფორმა და ისტორია ვერ გაიტანს გოლს, ვერ დადგება დაცვაში და რობინიოს ვერ შეუცვლის ცირკაჩის გენებს.
რა განწყობაც პირველ თამაშამდე გვქონდა, იმ განწყობით რომ შევხედოთ უკეთესი იქნება ჩვენი ნერვებისათვის და მოდით ნუ დავიბრმავებთ თვალებს.
ისტორიები არ მეორდება.
შარშან გამოცდილმა ფეხბურთელებმა გამოაგდეს ბარსელონა და არა 19-20 წლის ფეხბურთელებმა და + ციკაჩამ.
ასე რომ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ეტაპზე ჩვენი გასვლა.
რა ფეხბურთი უთამაშია ნიანგს ან რობინიოს ან ბოიანს ან ზაპატას ან კონსტანტის ან შაარავის ან მუნტარის ან რომელიმეს 2-3-ის გარდა?
ისტორია უდიდესი გვაქვს, მაგრამ შესაბამისი წონის ფეხბურთელები არ გვყავს ჯერ რომ მალდინი, ნესტა, შევჩენკო, ზეედორფი, ინძაგი, კაფუ, სერჟინიო, კალაძე, რუი კოშტა, ალბერტინი, კაკა და კიდევ ბევრი ფეხბურთელის დონეზე გაწიონ...
ამ ყველაფერს დრო ჭირდება.
3 თვეში არ აშენებულა არცერთი გუნდი.
მით უმეტეს ბალოტელის ყიდვით, თან რომ ვერც ათამაშებ მით უმეტეს მასე

ასე რომ, გინება ლანძღვა ყველამ იცის, ნიანგს რომ ვაგინებთ 19 წლისაა და საფრანგეთის ჩემპიონატის იქით არ უთამაშია, გასაგებია გამაზა და ნერვები მოგვეშალა, მაგრამ ნიანგის ბრალი არაა რომ პაცინი დაიმტვრა და მაგის ადგილას მოუწია თამაში.
იქითა წელს კამპ ნოუზე რომ მოუწიოს თამაში ერთი-ერთზე გავიდეს 90 % შეაგდებს, რადგან კოშმარად ჩარჩება ეს მომენტი და თუ ფეხბურთელობა უნდა ძალიან ბევრს იმუშავებს საკუთარ თავზე.
მაგრამ აი რობინიოსი რა მოგახსენოთ... რომ დავუფიქრდეთ ტიპს არ გააჩნია არანაირი ანალიტიკური აზროვნება, ინსტიქტებით მოქმედებს, გენებში აქვს ბურთის თრევა და რეფლექსი რაც აქვს გამომუშავებული იმას აკეთებს, დანარჩენში, როდესაც ტვინია საჭირო უუუნაროა.
ერთი სიტყვით კარგი გამოცდილება იყო გუნდისათვის, როგორც იქნა ბარსელონა სამართლიანად გავიდა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ წარმატებებს არ ვუსურვებ
This post has been edited by ANuB1S on 13 Mar 2013, 03:38