ახალი ტაქტიკა გვაქვს
კი ### ფორმაშI ვართ მაგრამ მაინც ვოტ გადმოვაკოპირებ
Sport
ტაქტიკური რევოლუცია (ან რევოლუციური ტაქტიკა)
სამილანოდ ბარსას სამწვრთნელო შტაბმა საკმაოდ ამბიციური და რევოლუციური ტაქტიკა შეიმუშავა. მიზანია 2-0-ს აღმოფხვრა, ამიტომ გუნდს ჭირდება "ტაქტიკური ელექტროშოკი" გამოსაღვიძებლად და გუნდური სულის ასამაღლებლად.
პირველი დიდი ცვლილება იქნება ტაქტიკური, გუნდი შეუტევს 3-3-4-თ და თავს დაიცავს 3-4-3-თ, ანუ, 3 კაცით თავს დავიცავენ, 4-თ შევუტევენ - 2 ფლანგელი და 2 ფორვარდი წინ.
შემადგენლობის მხრივ ცვლილება იქნება მარტო ის, რომ, სავარაუდოდ, სესკი და პედრო სკამზე ისხდებიან. ვისაც გარანტირებული ექნება შეტევაში ადგილი, ესაა ვილია. ვილია ითამაშებს საჯარიმოსთან ძალიან ახლოს, ლატერალებს და ცენტრალურ მცველებს შორის.
ერთადერთი, რაც გაურკვეველია, ვინ ითამაშებს მარცხენა ფლანგზე, ფიზიკურად ძლიერი სანჩესი თუ სწრაფი ტელიო. მარჯვენა ვინგერი იქნება ალვეში და შეეცდება მესისთან ერთად სივრცეები მოძებნოს, მესი კი უნდა შეეცადოს ალეგრის მიერ დაგებული ხაფანგიდან თავის დაღწევას. ამაში ხავი და ინიესტა უნდა დაეხმარონ, გამჭოლი პასებით უნდა გაჭრან დაცვის კედელი.