აქაც დავდებ
ხანშიშესული ქალი მანქანით სწრაფად მიდის, საგზაო პატრულმა გააჩერა და მივიდა ფანჯარასთან:
-რამე პრობლემაა ოფიცერო?
-დიახ, თქვენ დაშვებულ სიჩქარეს გადააჭარბეთ.
-აა, გასაგებია.
-თუ შეიძლება მართვის მოწმობა მაჩვენეთ.
-არ მაქვს ოფიცერო. 4 წლის წინ ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო წამართვეს.
-მაშინ საბუთები მომეცით მანქანის.
-არც ეგ მაქვს, მოპარული მაქანით ვარ.
-რა თქვით?
-დიახ, მოვიპარე ეს მანქანა. მფლობელი მოვკალი და წამოვიყვანე.
-მოკალით?
-დიახ, მისი გვამის ნაწილები საბარგულში დევს. თუ გნებავთ შეამოწმეთ.
საგზაო პატრულმა ნელ-ნელა უკან დაიხია და დახმარებას გამოუძახა. რამოდენიმე წუთში პოლიციის 5 მანქანა მოვიდა ადგილზე. უფროსი ოფიცერი მივიდა მაქნანასთან, ხელში იარაღით და ქალბატონს მიართა:
-თუ შეიძლება მანქანიდან გადმოდით.
ქალი გადმოვიდა:
-რამე პრობლემაა?
-ჩემმა კოლეგამ მითხრა, რომ ეს მანქანა მოიპარეთ და მფლობელი მოკალით.
-მოვიპარე და მოვკალი? სერიოზულად მეუბნებით?
-თუ შეიძლება მანქანის საბარგული გააღეთ.
ქალმა გააღო საბარგული და შიგნით სიცარიელე იყო.
-ეს თქვენი მანქანაა?
-რა თქმა უნდა. აგერ სარეგისტრაციო საბუთები.
-ჩემმა კოლეგამ მითხრა, რომ თქვენ მართვის მოწმობაც არ გაქვთ.
-რას ლაპარაკობთ. აგერ ინებეთ.
-დიდი მადლობა ქალბატონო. მაგრამ ცოტა გაკვირვებული ვარ. საგზაო პატრულმა გადმომცა, რომ თქვე არ გქონდათ მართვის მოწმობა და თქვენ ეს მანქანა მოიპარეთ, მისი მფლობელი კი მოკალით.
-ნიზლავს დავდებ ეგ მატყუარა ნაბიჭვარი იმასაც გეტყოდათ, რომ სიჩქარეს გადავაჭარბე.