გირჩით დაჭერობანა მახსოვს კარგად სახეში ვესროდით ხოლმე ერთმანეთს რო გაქცევა მოგვესწრო

ჯოხზე ტალახებს ვამრგვალებდით და კორპუსებს ვესროდით ხოლმე ვინ ყფრო მაღლა მოარტყამდა ოღონდ უნდა შერჩენილიყო , ნუ ფანჯარას თუ ჩაამტვრევდი ჯეკპოტი იყო
ელემის გათამაშება მახსოვს კიდე ფეხები სისხლიანი მქონდა ხოლმე იმდენს დავდიოდი დავეძებდი ქუჩა ქუჩა , ლაპატნიკის და ზიპოს მუღამი მქონდა , მახსოვს ლაპატნიკი რო მომცეს უბედნიერესი ვიყავი

ახალი წლის მეორე დღეს ეზო ეზო დავდიოდით გაფუჭებულ ჩამწვარ ასაფეთქებლებს ვეძებდით ხოლმე )))
სილას რო სადმე ყრიდნენ და გარაჟიც თუ იყო ფეხების დალეწვამდე ვხტუნაობდით ხოლმე
ტურბოები როგორ მიყვარდა ყველას კოლექცია მქონდა ჩემი სიმდიდრე იყო ))
მაღაზიიდან შოკოლადის კარაქს ვიპარავდით ხოლმე უფრო სწორად თითს ვყოფდით და მერე გავრბოდით , მერე იმ თითს თვალებდახუჭული დიდი ნეტარებით ვილოკავდით
და ა . შ
კაია ბავშვობა )
This post has been edited by Strolling Refugee on 8 Mar 2013, 22:20