Xabi-Alonso-xabi-alonso-27955615-384-512რაც დრო გადის, უფრო და უფრო იწერება ხაბი ალონსოს სახლში დაბრუნების შესახებ.
რამოდენიმე დღის წინ ხაბიმ ესპანურ Marca-ს ინტერვიუ მისცა, სადაც აშკარად მიანიშნა, რომ ის “ლივერპულში” დაბრუნებაზე ფიქრობს. დღეს კი ამის შესახებ ინგლისის ერთ-ერთი პოპულალური ინტერნეტ-გამომცემლობა The Mirror-იც ალაპარაკდა.
გარდა ზემოხსენებული ორი ვებ-გვერდისა, ცოტა ხნის წინ ესპანურმა As-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “სამეფო კლუბმა” ალონსოს 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ბასკმა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა.
ოთხშაბათს კი რადიო Onda Cero-მ მსმენელებს სენსაციური ინფორმაცია მოასმენინა: მანჩესტერში ჩასულ ალონსოს [ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრისას] “ლივერპულის” ხელმძღვანელები შეხვდნენ და გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის შუახაზელი მომავალ სეზონში კვლავ წითელი ფორმით იასპარეზებს.
მიუხედავად ამისა, “რეალ მადრიდი” ცდილობს ნებისმიერ ვარიანტში ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რადგან ხაბი კლუბის ერთ-ერთი ლიდერია და ის ჟოზე მოურინიოს დიდ გეგმებში შედის
ვიცი რო ###ობები იდება აქ მაგრამ
This post has been edited by Badura on 9 Mar 2013, 19:39