ერთი საკითხი მაწვალებს და კაი იქნება თუ თქვენც დაწერთ აზრს

მოკლედ ჰო ამბობენ 2 სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელის შედარებისას ასეთ რამეს
რომ ამას(ერთს) იმის (მეორის) დროს რო ეთამაშა უფრო ბევრს გაიტანდა ან მაშინ ვერ ითამაშებდა

როცა ამბობენ რო ძველად ადვილი იყო თამაში და იმიტო თამაშობდა მაშინდელი კარგად და ეხლა ძნელია
ძალიან არ ვეთანხმები
რომელ ეპოქაშიც იბადება ფეხბურთელი იმ დროის შესაბამისად თამაშობს
თამაშობს ისე რის საშუალეაბსაც ის დრო იძლევა ასე ვთქვათ
იბადება ძველ დროში, ვითარდება და იხვეწება იმ დროის შესაბამისად, იმ სტანდარტებით
რაც იმ დროში მოქმედებს ფეხბურთშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც

მიხვდით ალბათ რატო გამიჩნდა ამ თემაზე დაწერის სურვილი :დ
ისევ მესე
არ ვეთანხმები იმ აზრს რო მესეს მარადონას ეპოქაში უკეთესი შედეგები ექნებოდა
ან პელეს დღეს ფეხს არ გაანძრევინებდნენ

პროსტა მაინტერესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ :დ
როგორც ნებისმიერი დარგი, ფეხბურთიც იზრდება და ვითარდება ჰო?
მაგალითად ვიდეო გამეორების საჭიროება ადრე იმდენად არ იყო, როგორც ეხლაა აქტუალური
აი თუ შეიძლება იმის დაშვება რო ფეხბურთიც განვითარდა, დაიხვეწა და უფრო რთული გახდა
იდეაში

იგივე სქემები და ტაქტიკური ნიუანსები უფრო გამრავალფეროვნდა
დაცვითი ტაქტიკები და 1000 ჯანდაბა :დ
კი, ისევ ვიტყვით რო თანამედროვე ფეხბურთელი თანამედროვე დროის შესაბამისად აზროვნებს და თამაშობს
და ისევე უღებს ალღოს თანამედროვე ფეხბურთს როგორც 20 საუკუნეში დაბადებული იმ დროისას
მარა იქნებ თანამედროვე ფეხბურთმა უფრო შეუკვეცა ფრთები (:დ) ფეხბურთელის შესაძლებლობებს
იქნებ დღეს ვეღარ გააკეთებ იმას რაც ადრე შეგეძლო გაგეკეთებინა

მაგრა მაინტერესებს ეს საკითხი და არ მაქვს ჩამოყალიბებული პასუხი :დ
ნუ იმაში დარწმუნებული ვარ რო რა ფომითაც ადარებენ 2 თაობის ფეხბურთელებს
ეგ არასწორია
მარადონა მაშინაც დიეგო იყო და ეხლაც იქნებოდა
მარა ამდენი ხნის მანძილზე ხო არ იზრდებოდა ფეხბურთის პროგრესი ან
თუნდაც კოლექტიურ თავდაცვის განვითარება?
ზოგჯერ ძალიან გვიან ვიძინებ, რადგან ”ბარსელონას” თამაში არ გამომრჩეს” - დაასრულა კეიტამ <3
რონალდინიო ზარმაცი ღმერთია
მაგიტომაც გადმოაგდეს ნაადრევად ოლიმპოდან (C) lasha123456
მოტაცებული ბავშვის მაგივრად დატოვებული მახინჯი ელფი (C)