FC Bayern Geo Fans
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრის შემდეგ უკვე დაიწყო საუბრები ბაიერნისა და იუვენტუსის შეხვედრაზე. ყველა ექსპერტი თავის მოსაზრებას გამოთქვამს, თუმცა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ამ წყვილში ფავორიტის გამოყოფა რთულია და შანსები 50-50-ზეა.
38 წლის რობერტ კოვაჩი ორივე გუნდს კარგად იცნობს. merkur-online-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში სწორედ მომავალ შეხვედრაზე საუბრობს.

- ბატონო კოვაჩ, იუვენტუსი თუ ბაიერნი: რომელია ფავორიტი?
„ჩემთვის ბარსელონა, ბაიერნი და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტები არიან. მადრიდის რეალს წელს დამაჯერებლობა აკლია. ვფიქრობ, იუვენტუსი და ბაიერნი აბსოლუტურად ერთ დონებე იმყოფებიან და შესაბამისად შანსებიც 50-50-ზეა.“
- როგორ შეაფასებთ ალიანც არენაზე ბაიერნის თამაშს ლოდონის არსენალთან?
„ბაიერნი ძალიან მაღალი დონის გუნდია და ამ ერთი თამაშით მათი შეფასება დაუშვებელია. აქ შედეგი სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა: სწრაფი გოლი, შემდეგ კი მიუხედავად კარგი შანსებისა, გოლი ვერ გაჰქონდათ, ბოლოს კი ნერვიულობა მოუწიათ. მაგრამ გავიხსენოთ 2001 წლის ჩემპიონთა ლიგა: ლიონთან 0:3. ული ჰიონესის გაბრაზებაც სავსებით ნორმალურია - ჯობია ადრე გაბრაზდეს, სანამ გვიანი არ იქნება.“
- იუვენტუსთან ბოლო შეხვედრა ბაიერნის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა, მაგრამ ტურინული გუნდი მას შემდეგ შეიცვალა . . .
„დიახ, ეს ანტონიო კონტეს დამსახურებაა. სხვა დანარჩენ ცვლილებებთან ერთად სამ კაციან დაცვაზე გადავიდა, ეს უჩვეულო იყო, მაგრამ ძალიან პროდუქტიული. იუვე ძლიერ პრესინგს თამაშობს და ძალიან განსხვავდება ადრინდელი გუნდისგან, დღეს გუნდური ერთიანობა იგრძნობა და არ არიან დამოკიდებული რომელიმე ვარსკვლავის ინდივიდუალურ თამაშზე.“
- მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ანდრეა პირლო, რომელიც გუნდის თავია, ძველი სკოლის რეჟისორი . . .
„რასაკვირველია, მას გვერდს ვერ ავუვლით. გრანდიოზული ფეხბურთელია, რომელიც მიუხედავად ასაკისა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს მიეკუთვნება. ნებისმიერი შეტევა მისგან იწყება, მომაკვდინებელი გადაცემების გაკეთება შეუძლია, ყველგან ყველაფერს ხედავს. პირლო იუვენტუსისათვის იგივეა, რაც ხავი ბარსელონასათვის. როგორც კარგი ღვინო, რომელიც კიდევ უფრო კარგი შეიძლება გახდეს.“
- კიდევ ვის უნდა მიაქციოს ბაიერნმა ყურადღება?
„ვუჩინიჩი, რომელიც ძალიან სწრაფი და ძლიერია ორთაბრძოლებში. თუ ცუდი დღე აქვს, მოედანზე ვერ შეამჩნევ, მაგრამ თუ კარგი დღე აქვს, ეშმაკივით არის. მარკიზიოც კარგად განვითარდა, არტურო ვიდალი, რომლის გადმობირება თავად ბაიერნს სურდა. და ამასთან აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ტურინელთა სათადარიგო სკამი.“
- და მეკარეებს მივადექით: ლეგენდა ბუფონი და მანუელ ნოიერი: რომელი ჯობია?
„ნოიერი ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ ჯიჯის უფრო დიდი გამოცდილება აქვს. ის ნამდვილი ფენომენია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ წლებია მაღალ დონეზე თამაშობს. ორი წელი მომიწია მასთან ერთად თამაში და არცერთი დღე არ ყოფილა, რომ ცუდ ხასიათზე მენახა.“
- ტურინელთა ყოფილმა მწვრთნელმა დეშამპმა აღნიშნა, რომ იუვენტუსს მაღალი დონის თავდამსხმელი აკლიაო.
„მე ასე არ ვხედავ. ვუჩინიჩი, ჯოვინკო, მატრი - მაღალი კლასს ფლობენ. ვფიქრობ, ახალი თავდამსხმელი ბალანსს დაარღვევს. იუვენტუსს ახალი ფორვარდი არ ჭირდება.“
- როგორ უნდა მოუგოს ბაიერნმა იუვენტუსს?
„დაცვიდან კარგი გადაცემის მიღება და სწრაფი გადართვა თამაშში. იუვენტუსის დაცვის გარღვევა საკმაოდ რთულია, მაგრამ რიბერის, რობენსა და მიულერს ეს შეუძლიათ.“
- თქვენს კიდევ ერთ ყოფილ კლუბზე შეგეკითხებით: დორტმუნდი ტიტულისთვის უკვე მზად არის?
„ვფიქრობ, რომ საჭირო გამოცდილება ჯერ კიდევ აკლიათ. მაგრამ წარმოუდგენლად დიდი სიამოვნებით და შემართებით თამაშობენ ფეხბურთს. მალაგასთან ნახევარფინალში გასვლა გარანტირებული აქვთ. თუ დორტმუნდი დაიქოქება, ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლია. მაგრამ მე მაინც ჩემს პოზიციაზე ვრჩები: ბარსელონა, ბაიერნი და იუვენტუსი.“
merkur-online.de
Katerina Bayern.