FC Bayern Geo Fans
როგორ გადაიქცა ეფენბერგი ვეფხვად.

RTL-ის ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში გოთშალკს სტუმრად ჰყავდა მიწვეული სტეფან ეფენბერგი თავის მაშინდელ მეუღლესთან ერთად, ეს იყო 1994 წლის დასაწყისი. საუბარი იყო, ვინ გახდებოდა გერმანიის ჩემპიონი.
ეფენბერგის ვერსია იყო: ფრანკფურტი
ხოლო წამყვანი ლევერკუზენს ვარაუდობდა. საბოლოოდ ასე შეთანხმდნენ: ეფენბერგმა მიმართა გოთშალკს:
``კარგი, თუ ბაიერნი, ბრემენი ან ლევერკუზენი გახდება ჩემპიონი, ვეფხვის ვარცხნილობას გავიკეთებ და თუ მაისტერი ფრანკფურტი გახდება, მაშინ - შენ გადაიქცევი ვეფხვად.``
სეზონის ბოლოს ჩემპიონი ბაიერნი გახდა, ასე რომ ეფენბერგს სხვა რაღა დარჩენოდა, ისევ ესტუმრა გოთშალკს სტუდიაში. ინგლისელი სტილისტი სამი საათის მანძილზე მუშაობდა ეფეს ვეფხვის თავზე.
შედეგის ნახვის შემდეგ ეფემ აღნიშნა:
``ვეფხვი, ეს ხომ ძალიან მიხდება, ძლიერი ცხოველია და ყოველთვის ძიებაშია.``
Katerina Bayern.