FC Bayern Geo Fans
სანამ მიუნხენის ბაიერნი რეკორდებით სავსე სეზონს თამაშობს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ ჯერომე ბოატენგს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ემუქრება.
``11Freunde``-სთვის მიცემულ ინტერვიუში იგი მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკულ განცხადებებზე, თავის ძმაზე, რასიზმზე და იუპ ჰაინკესთან დადებულ სანაძლეოზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან.
თავის ძმაზე:
``კონკრეტულად რა სიტყვით გამოსვლას აპირებდა ჩემი ძმა UN*-ში არ ვიცოდი, მხოლოდ გამოსვლის შემდეგ გავიგე შედეგი. თუმცა ბეჯითად იმუშავა. საკმაოდ იშვიათად ხდება, როდესაც ასეთ დიდ ორგანიზაციაში ფეხბურთელი სიტყვით გამოდის. როგორც ვიცი ტექსტის შედგენაში არავინ დახმარებია. კევინს უყვარს ასეთი გამოსვლები. მე პირადად მხოლოდ ერთი ან ორი წუთით თუ მისაუბრია აუდიტორიის წინაშე, ისიც როდესაც 21 წლამდელთა კაპიტანი ვიყავი. თუმცა ჩემი ძმის გამოსვლასთან ამის შედარება არ შეიძლება. მე არ ვარ ასეთი გამოსვლების მოყვარული ტიპი, ძალიან ვინერვიულებ. კევინს კი ეს თავისუფლად შეუძლია. ძალიან თავდაჯერებულია. ``
``რაც შეეხება კევინის საქციელს ბალაკთან მიმართებაში. ნამდვილად არ იყო წინასწარგანზრახული წესის დარღვევა. მაგრამ რა აღარ იწერებოდა ამის თაობაზე. ასეთ ჯარიმებს შეეშვა. მე ვამაყობ ჩემი ძმით. მართალია, ბევრჯერ ისე მოქცეულა, რომ არ მომწონებია. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულშია. ის შეცდომებზე სწავლობს. ძალიან შთამბეჭდავია, თუ რა შრომა გასწია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ``
ნაკრები:
``დაცვაში ორივე ფლანგზე მითამაშია. როდესაც მწვრთნელს ვჭირდები, ყოველთვის ადგილზე ვარ. თუმცა საკუთარ შესაძლებლობებს უფრო დაცვის ცენტრში ვხედავ. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.``
ბაიერნი:
``სულელური წითელი ბარათი მივიღე. ამიტომაც არსენალთან ორივე შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ვიყავი, ჩემს ნაცვლად დანიელმა ითამაშა. გუნდი უჩემოდაც წარმატებულად გამოვიდა. ასეთია ფეხბურთი. თავად უნდა იზრუნო, რომ რამე შეიცვალოს. მე შემიძლია მაღალი მოთხოვნები დავაკმაყოფილოოო, ვიცი ეს თავმდაბლურად ნამდვილად არ ჟღერს. მაგრამ საკმაოდ თავდაჯერებული ვარ და კარგად ვიცნობ საკუთარ შესაძლებლობებს. ახლა მთავარია, როგორ გამოვიყენებ მე ამ ყველაფერს. უფრო სტაბილური უნდა გავხდე. თუმცა ნამდვილად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებებს, რასაც ჩემზე წერენ. რა უნდა ვთქვა ექსპერტების განცხადებებზე? მთელი პირველი წრე ჩუმად იყვნენ, რადგან დასაწერიც არაფერი იყო. შემდეგ საკმარისია ერთი შეცდომა, ერთი უყურადღებობა და იწყება . . . დამიჯერეთ, ნამდვილად არ მსურს ყველამ მეძახოს, რა მაგარი ვარ, როდესაც კარგად არ მითამაშია. მაგრამ რაც წითელი ბარათის მიღების შემდეგ წავიკითხე, ეს უკვე ზედმეტი იყო. შემდეგ ვარჯიშზე მარტინესის წინააღმდეგ თამაშის წესის დარვევას მოყვა მთელი ამბავი. მსგავსი ჯარიმა ნებისმიერ შეხვედრაში 5-6-ჯერ მაინც ფიქსირდება. კრიტიკას ვღებულობ, მაგრამ სამართლიანი უნდა იყოს. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ყველაფერის სხვას რომ ჩაედინა, ასეთი რეაქცია არ იქნებოდა. ადამიანები არ მიცნობენ და ჩემს განსჯას იწყებენ. ``
``ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზამერის შეხედულებებს, პატიოსანი და პირდაპირი ადამიანია. მას დიდი ხანია ვიცნობ.``
``პირველმა გოლმა ძალიან გამახარა, ამას დიდი ხანია ველოდი. 130 შეხვედრა და არცერთი გატანილი გოლი - სირცხვილიც კი იყო. გაგეცინებათ და ვარჯიშზე ეს ბევრად უკეთ გამომდის. ჰაინკესმა ერთხელ მითხრა, როდესაც კარის წინ აღმოჩნდები, დამშვიდდი და ისე დაარტყიო. რაც შეეხება სანაძლეოს, ეს სეზონის დასაწყისში იყო, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ჰაინკესმა თქვა, თუ ოდესმე ვეღირსები, რომ ბოატენგი ოფიციალურ შეხვედრაში გოლს გაიტანს, გუნდს ვახშამზე ვპატიჟებო.``
* UN - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
11 Freunde.
Katerina Bayern.