ეგ კი, მაგარი იჟმოტა ულიმ, მარა ვიდალმა დაბრო რო მისცა?
ესეთი ისტორია იყო: ლევერი ითხოვდა ფულს, მარა ულიმ იცოდა რომ ვიდალი არ ახანგრძლივებდა და უფასოდ ჩაიგდებდა ხელში შემდეგ წელს. მივიდა არტუროსთან, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. კიკერმაც დაწერა მორჩა გადაწყვეტილია ყველაფერიო.
ეს ამბავი არ მოეწონა ლევერკუზენს რათქმაუნდა, კონკურენტი ფეხბურთელს მახევს უფასოდო და დაჩალიჩდა როგორმე გაეყიდა იმწელსვე, ვიდალიც მოაჯადოვა ფიოლერმა, ფული მისცა უეჭველი ტრანსფერიდან, ოხრად. იუვესაც სასწრაფოდ ჭირდებოდა კარგი ფეხბურთელები, ახალი გუნდის შენება ქონდა დაწყებული...
მაგ ამბის მერე ულიმ მაგარი აჯვა ვიდალს, გამორიცხულია ეგ გადმოიყვანოს, გვარდიოლას გააბრუნებს ესპანეთში და მაგას არ გადმოიყვანს დარწმუნებული ვარ.
ციტატები:
იუპ ჰაინკესი:" მე მართლაც ძალიან ვარ აღშფოთებული, რადგან როდესაც არტუროს ვესაუბრე ტელეფონით მან მითხრა, რომ მისი სურვილი და ოცნება იყო "ბაიერნში" გადმოსვლა და ახლა თუ არა იგი ზამთარში ან მომდევნო ზაფხულს აუცილებლად შეუერთდებოდა რეკორდმაისტერს, მაგრამ უეცრად გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი იუვენტუსშიო გადავიდა ეს დაუჯერებელი რამ იყო ჩემთვის მე ნამდვილად გაოგნებული ვარ მისი საქციელით. თუმცა მე მესმის მისი გადაწყვეტილების, რადგან "იუვენტუსი" არის ერთ-ერთი გრანდი ევროპაში."
რუმენიგე: "ვიცი, თუ რამდენი გადაიხადა "იუვენტუსმა" ვიდალში და ისიც კარგად მომეხსენება, რომ ჩვენ გაცილებით მეტს ვუხდიდით ლევერკუზენს ამ ტრანსფერში, ვიდრე იტალიელები. თუმცა, "ბაიერმა" საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გუნდის ლიდერი მათ კონკურენტ გუნდში არ გაეშვათ." -დაასრულა რუმენიგემ.
ეს ტრუხაა ოღონდ, არაფერს ესენი არ იხდიდნენ.

ჰიონესი: „ვიდალმა სიტყვა გატეხა, ის არაკაცია! სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რომ სიტყვის კაცი არ იყო, ვხვდებოდი, რომ დანაპირებს არ შეასრულებდა. ამიტომაც იყო, მის სიტყვას დიდი მნიშვნელობა რომ არ მივანიჭე. მას სამხრეთ ამერიკელი მრჩეველი ჰყავს, რომელსაც არასდროს ვენდობოდი,გარკვეულ წილად მიხარია კიდევაც ეს ტრანსფერი რომ არ შედგა "ბაიერნში" არაკცები არ გვჭირდება ! “
This post has been edited by Emre Can on 27 Mar 2013, 17:08