ძალიან საინტერესო თამაში იქნება,ევერტონი ძლიერ გუნდებთან როგორც წესი გასვლას და სახლს არ ცნობს,ორივეგან კარგად ჯაჯგურობს,მარა 2007 წლიდან მოყოლებული ევერტონს არსენალისთვის არ მოუგია.
მას შემდეგ რაც პრემიერლიგა შეიქმნა არსენალის სტადიონზე გამართულ 20 დაპირისპირებაში გუნდმა 16 მოიგო,3 ფრე ითამაშა და 1 წააგო.
არსენალს პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება ევერტონთან აქვს (ამჟამად მყოფ 20 გუნდს შორის)
არსენალმა ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგო,იგივე სტატისტიკა აქვს ევერტონსაც,რაც გუნდების კარგ სათამაშო ფორმაზე მიუთითებს.
მართალია გვიანაა მაგრამ ღირს ყურებად

სტატისტიკა ზოგად შეხედულებას გვიქმნის მხოლოდ,არამგონია ადვილი გასეირნება გქონდეთ დღეს.