მარიო გიოტცემ პრესკონფერენციაზე გასაგებად აღნიშნა, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას.
გერმანიის ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ განაცხადა, რომ არ სურს იყოს გერმანელთა მესი. მას ურჩევნია გერმანელი რონალდუ უწოდონ. ამით მან აღნიშნა, რომ ურჩევნია კრიშტიანუს შეადარონ.
"გერმანელთა მესი? არა, მსურს გერმანელთა კრიშტიანუ რონალდუ ვიყო" - განუცხადა გიოტცემ პრესის წარმომადგენლებს გუშინდელ პრესკონფერენციაზე.
მარიომ ჟურნალისტები თავისი მტკიცე პასუხით გააოგნა, მაგრამ ნათლად აღნიშნა, რომ სურს კრიშტიანუს ჰგავდეს, რადგან მისი თვისებები პორტუგალიელის ანალოგიურია. შესაძლოა, ის მომავალში კრიშტიანუს თანაგუნდელი გახდეს. ბოლო დროს პრესა "ბორუსიას" ერთ-ერთ ლიდერს ხშირად უკავშირებს მადრიდის "რეალს".
გასაგებია რო რეალში გინდა