"Valencia Foundation"-ის ახალი პრეზიდენტი აურელიო მარტინესი მიიჩნევს, რომ "ვალესნიამ" დორტმუნდის "ბორუსიას" ეკონომიკური და სპორტული მოდელის კოპირება უნდა გააკეთონ.
აურელიო მარტინესი, რომელიც ცოტა ხნის წინ კლუბის ეკონომიკური დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, ამტკიცებს, რომ ის პრეზიდენტი მხოლოდ მომავალი 4-5 თვის განმავლობაში იქნება. იგი უპირატესობას კომერციულ განყოფილებას ანიჭებს. თუმცა, მარტინესი საკუთარი პრეზიდენტობის განმავლობაში აპირებს, რომ კლუბის ეკონომიკურმა მხარემ პროგრესირება დაიწყოს.
მარტინესის რესტურქტურიზაციის გეგმა პირველ რიგში ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულებას მოიცავს. ამ სტადიონის მშენებლობა 4-5 წელიწადზე მეტი ვადითაა შეჩერებული. ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალ კვირებში იგი დაიწყებს მოლაპარაკებებს ახალ ინვესტორებთან, რათა სტადიონი შენება გაგრძელდეს. მოლაპარაკებები ბანკთან წარმატებით მიმდინარეობს და ორივე მხარე აპირებს, რომ ეს მოლაპარაკებებმა საბოლოოდ დადებითი შედეგი გამოიღოს.
ორივე, როგორც "Bankia", ასევე " "Valencia Foundation" მიიჩნევს, რომ აუციელებელია უცხოელი ინვესტორების ყურადღების მიზიდვა, თუ კლუბს სტაბილურობა და მომგებიანი მდგომარეობის შექმნა სურს.
ესპანური კლუბის ფინანსური მოდელი ძალიან ემსგავსება იმ მოდელს, რომელიც ასეთი წარმატებული აღმოჩნდა "დორტმუნდისთვის". 2005 წელს გერმანული გრანდი თითქმის გაკოტრების ზღვარზე იყო.
კლუბის წილები 80%-ზე მეტად დაეცა, რაც ცუდი კომერციული მმართველობის შედეგი გახლდათ. ამას თან ემატებოდა ის ფაქტი, რომ ისინი უცხოელ ფეხბურთელებს ყიდულობდნენ, რომლებიც მაღალ ხელფასს საჭიროებდნენ. ამიტომაც, გერმანულმა კლუბმა გადაწყვიტა ინვესტიცია თავიანთ აღზრდილებში ჩაედო.
"დორტმუნდის" აკადემია 2011 წელს დაარსდა. სწორედ ამ აკადემიამ "აჩუქა" მათ ისეთი ვარსკვლავი, როგორიც მარიო გიოტცეა. ესპანელებს კი უყურადღებოდ არ დარჩენიათ გერმანელების ეს გაკვეთილი, რის გამოც ისინი იგივე მოდელის დანერგვას აპირებენ კლუბში.
მაგრად გამისწორდება ვალე თუ ძველ დიდებას დაიბრუნებს