ძალიან ღლეა ეს ფოფხაძე, პოლიტიკური მიმომხილველია
ეს ნახეთ, რაღა უნდა ვილაპარაკოთ ამის მერე
ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ამტკიცებს, რომ ის ნატოს შტაბ–ბინაში მოწამლეს
არასკევს, 11 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში, ნატოს შტაბ–ბინაში, ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამუშაო შეხვედრაზე, ფრანგული ასოციაცია „ჟურნალისტები ჟურნალისტებისათვის“ ერთერთმა დამფუძნებელმა, ფრანგული რადიოს „RTI” ქართველმა კორესპოდენტმა, გიორგი ფოფხაძემ თავი შეუძლოდ იგრძნო.
გიორგი ფოფხაძე ჟურნალისტთა კავშირის „ობიექტივი“ რადიო ეთერში ტელეფონით ჩაერთო და მოგვიყვა, რომ ბრიუსელის შეხვედრაზე ქართული დელეგაციაც იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობით.
– „მე დილით ადრე მივედი ნატოს შტაბ–ბინაში. ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრით გახარებულმა, უმეთვალყუროდ მივატოვე ფინჯანი ყავით და კოკა–კოლის გახსნილი ბოთლი. დარბაზში დაბრუნებულს, არც ყავის გემო მომეწონა და კოკა–კოლაც მემწარა.
დაალოებით 13.00 საათისათვის, საშინელი თავბრუხვევა, გულისრევა და სისუსტე ვიგრძენი, რის გამოც ფაქტიურად ღონისძიებას გამოვეთიშე. პარიზისაკენ მიმავალს, რამდენჯერმე მომიხდა მანქანის შეჩერება იმის გამო, რომ თვალებში მიბნელდებოდა“, – ამბობს ფოფხაძე.
სისუსტე და თავბრუხვევა ჟურნალისტს მეორე დილითაც აწუხებდა. გამოძახებულმა სასწრაფო დახმარებამ იგი კლინიკაში გადაიყვანა. ანალიზით დადგინდა, რომ გიორგი ფოფხაძეს სისხლში ძლიერი ტრანკვილიზატორები – „ბენზოდიაზეპინი“ და „ფერმობარმეტალი“ აღმოაჩნდა.
– „მე საკმაოდ ჯანმრთელი ვარ და საძილე და დამაწყნარებელ საშუალებებს არასდროს ვიღებ. ვაპირებ აღვძრა შუამდგომლობა, რომ შეხვედრის ორგანიზატორებმა დარბაზში არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვის საშუალება მომცენ, რათა გავარკვიო ვინ მიუახლოვდა ჩემს ყავასა და კოკა–კოლას ბოთლს“, – აცხადებს გიორგი ფოფხაძე.
საინტერესოა, რომ ფოფხაძემ თავი ცუდად იგრძნო 27 მაისსაც, როცა იმავე ბრიუსელში, ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივისა“ და ქართველი არასამთავრობოების ფილმების ჩვენებაზე, საქართველოს საელჩოს მოხელეებმა პროვოკაცია მოაწყვეს.
გიორგი ფოფხაძემ სისუსტე და თავბრუხვევა მაშინ გადაღლილობას დააბრალა.