#35777710 · 27 Mar 2013, 19:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“მარსელის” მოთამაშე კვლავ აგრძელებს აგრესიული პოსტების წერას სოციალურ ქსელ “თვითერზე”. გთავაზობთ ფეხბურთელის ყველაზე ცხარე პოსტებს.
1) ნეიმარი – ფეხბურთის ჯასტინ ბიბერია. ის Youtube-ზე ბრწყინვალეა, საქმეში კი – კატის ფსელი. არ არის საჭირო მისი გოლების მაგალითების მოყვანა, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა. იცით, ერთხელ 14 წლის ბავშვთა ლიგაში სეზონში 77 გოლი გავიტანე. იქ დონე უფრო სერიოზული იყო, ვიდრე ბრაზილიაში.
2)ბიჭუნა სახელად ნეიმარი ზედმეტად გადაფასებულია. მას ბევრი უკლია მესიმდე და რონალდუმდე. არასდროს გადავიხდიდი მასში 40-50 მილიონს. მის მიმართ გამოთქმული ქება მან კეჰილთან და სმოლინგთან თამაშისას დაიმსახურა. უპატივცემულობას არ ვამჟღავნებ, მაგრამ ისინი ნამდვილად არ არიან ბეკენბაუერი და ბარეზი.
3) ახლახანს მითხრეს, რომ ჯასტინ ბიბერს 35 მილიონი “გამომწერი” ჰყავს იუთუბზე. რა უბედურებაა? თუ ეს ხალხი რეალურია, მსოფლიო ჭკუიდან შეშლილა. ის გამოიყურება, როგორც პატარა გაკრეჭილი ჩიტუნა საყურეებით. სინამდვილეში, მსოფლიო ნეხვში ჩავარდნილა, თუ მართლა კარგ მომღერლად მიიჩნევს მას. მირჩევნია უნიტაზში დავიბანო თავი, ვიდრე ბიბერის ფანი გავხდე. შემიძლია გავუგო 14 წლის გოგონებს, ისინი ხო სულელები არიან, მაგრამ 18 წელზე უფროსი ხალხი? თქვენ გინდათ ჯასტინის ცოცხლად ნახვა? მე მას მკვდარს შევხედავდი.
4) “სუონსი” – “ჩელსის” მატჩის მერე მივხვდი, რომ თამაშების დრო წავიდა. 17 წლის ბურთის მომწოდებელს დრო გაჰყავდა, შემდეგ კი ისე დაიწყო ყვირილი გეგონება დაცხრილესო, მაგრამ აზარს მაინც ჭუჭყში გასვრიან. ეს ისტერიკა იქამდე მიგვიყვანს, რომ ხალხი ვერ გაიგებს სინამდვილეში რა მოხდა. აზარის ბრალი მხოლოდ ის არის, რომ ბურთის მიმტანს უფრო ძლიერად არ დაარტყა.
5) გადავწყვიტე რომის პაპის კანდიდატურაზე თავი არ წარმედგინა. გილოცავთ, მამაო ფრანცესკ.
6) ბავშვების ყოლა პირლოსგან მინდა.
7) შირერი ყოველთვის ჩემზე ლაპარაკობს. თუ იმაზე ვილაპარაკებთ, რაც ცხადია, ვიტყვი რომ ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, ჩემზე უკეთესიც, მაგრამ მე უკეთესი ვარცხნილობა მაქვს, როდესაც ტელევიზიაში მიწვევენ უკეთეს ტანსაცმელს ვარჩევ. ერთი სიტყვით, ეს იდიოტი არ მომწონს, სიმართლე რომ ვთქვა – მძულს.
8) ვიმედოვნებ, რომ ბექჰემი “პსჟ”-ში გადავა. ფრანგული ფეხბურთისთვის კარგი მოვლენაა დევიდის ტრანსფერი, მაგრამ საფრანგეთში ის არ იქნება ყველაზე ლამაზი ინგლისელი. ვფიქრობ, ეს მის თვითშეფასებას დაარტყამს.
9) იმედგაცრუებული ვარ, რომ პროვოკაციას წამოვეგე, მაგრამ ძაღლს არასდროს არ უნდა მისცე იმის დამტკიცების უფლება, რომ ის ძაღლი არ არის. ძაღლები ძაღლები არიან. (დიტმარ ჰამანთან კამათის შემდეგ).
10) სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის სანაცვლოდ, ბედნიერი ვიქნები თუ ციხეში ერთი თვით მოვხვდები.
11) თავისი ფულით მათ შეუძლიათ ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა, მაგრამ “მანჩესტერ სიტიში” ნეხვი ფეხბურთელები თამაშობენ.
რა შიგ აქვს
--------------------
როლანდოლოგი
არცერთი ჩემი პოსტი არაა რონალდოს საუკეთესოობაზე იმენა 0. აბსოლუტური ნული. - >SuperStar<
|