მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ The Times of India-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩზე, იუვენტუსი - ბაიერნზე, ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეკორდმაისტერს ტურინში გოლი სჭირდება.
The Times of India-სთან საუბარში რუმენიგემ აღნიშნა, რომ ალიანს არენაზე 2:0 გამარჯვება იუვენტუსის წინააღმდეგ კარგი შედეგია, თუმცა ბავარიელთა დირექტორი თვლის, რომ ბრძოლა კვლავ გრძელდება და მიუნხენელებს ტურინში მაქსიმუმის გაკეთება მოუწევთ.
დავიდ ალაბასა და ტომას მიულერის გოლებმა მიუნხენის ბაიერნს შესანიშნავი გამარჯვება მოუტანა, თუმცა როგორც რუმენიგე ამბობს რეკორდმაისტერმა გოლი იტალიაშიც უნდა გაიტანოს, რათა უფრო მშვიდად იყვნენ.
"იუვენტუსთან შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება საოცნებო შედეგი გახლდათ. შესანიშნავ სეზონს ვატარებთ, თუმცა აუცილებლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან კარგად ვიცით იტალიელების რეალური ძალა და მათი პოტენციალი. მიუნხენის ბაიერნმა ტურინში ერთი გოლი უნდა გაიტანოს რათა უფრო მშვიდად ვიყოთ", - ამბობს რუმენიგე The Times of India-სთან ინტერვიუში.
ძალიან მინდა ამ სირიკომ ყურები ჩამოყაროს და ხმა ჩაიწყვიტოს.