მაგრად მიკვირს ხოლმე ზოგადად რატომ თვლის ზოგიერთი თამაშს უადვილესად მოგებულს თამაშამდე, ზოგადად ეს მიკვირს. იქნებ მე ვცდები მეთქი, ჩავხედე ერთი ანგარიშებს
დეკადაში, დეკადაზე მეტში, 2000 წლიდან, ბარსას მეტოქე გუნდი ლიგაში მისავე მოედანზე გაუნადგურებია
ფენერბახჩე 0:3 ბარსა
ბაზელი 0:5 ბარსა
სპორტინგი 2:5 ბარსა
პანათინაიკოსი 0:3 ბარსა
ბატე 0:5 ბარსა
პლზენი 0:4 ბარსა
სპარტაკი 0:3 ბარსა
არცერთია საპლეიფო თამაში და არცერთია პსჟ-ს სიძლიერის გუნდთან
გასაგებია ყველაფერი ხდება, 0:3-იც შეიძლება მოიგონ და 8:0-იც, არავინ იცის ეს
მაგრამ ის რომ ნამდვილად ასე იქნებაო, რანაირად, რატომ, რა უმაგრებს ზურგს ასეთ აზროვნებას ამას ვიკვლევ ამ წუთს

პსჟ-ზე უფრო სუსტი გუნდები არ გაუნადგურებიათ და ახლა თუ ქნეს, ხომ ვამბობ, მე უფრო დავაფასებ მაგ გამარჯვებას, ვიდრე ,,პსჟ იყო ეგ რა უნდოდა მაგათ მოგებას"

მოდი გავაგრძელებ
საპლეიოფო თამაშებში ბოლო 2000 წლიდან, მხოლოდ 2-ჯერ მოიგო ბარსამ 2 ბურთიანით
რეალთან მესით (ეს ისეთი თამაშია წესში არ გადის, არაფერს ნიშნავს ანუ

)
და ბაიერი 1:3 ბარსა
ბაიერზე უფრო ძლიერი კი არის პსჟ
ასე რომ, გასვლაზე თამაში, ლიგის პლეიოფში, ვისთანაც გინდა, რთულია
მითუმეტეს პსჟ-სთან, რომელიც ძალიან ბევრს ჯობია ვინც ბარსამ გააგდო დეკადაში.
ნეტავ მართლა 2-3 ბურთიანით მოიგოს, თუმცა ვფიქრობ, ეს შეუძლებელია

. გამოცდილება და ლოგიკა მეუბნება ამას, რა ვიცი, გადავამოწმე, ფაქტებიც იგივეს ღაღადებენ.
მოიგებენ და სგ, ერთ-ერთი საუკეთესო ამათი თამაში იქნება ბოლო 15 წელიწადში