FC Bayern Geo Fans
ბარსელონა, და მერე?!

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების კენჭისყრის შედეგს მიუნხენის ბაიერნში ერთი შეხედვით მღელვარება არ გამოუწვევია - პირიქით. მხოლოდ კლუბის პრეზიდენტ ული ჰიონესისთვის არ იყო ბარსელონა სასურველი მეტოქე.
როდესაც ქრისტიან ლელი მომავალ შაბათს ბარსელონაში ლევანტესთან ერთად დაბრუნდება, მასში აუცილებლად გაიღვიძებს ცუდი მოგონებები. ყოფილი ბავარიელი 2009 წელს ბაიერნის იმ თერთმეტ ფეხბურთელთა შორის იყო, რომლებმაც მოედანზე მძიმე მარცხი (4:0) განიცადეს. შემდეგ ორი რამ გაირკვა: მიუნხენური კლუბი წლების მანძილზე დაშორდა ევროპულ გვირგვინს, ლელს კი რეკორდმაისტერის რიგებში მომავალი აღარ ჰქონდა.
``მაშინ საშინელი დარტყმა მივიღეთ. მაგრამ ახლა მოგვეცა საოცარი შესაძლებლობა იმის დამტკიცებისა, რომ ბაიერნი ბევრად უკეთესი გუნდია`` - აცხადებს კარლ ჰაინც რუმენიგე.
გუნდის მწვრთნელი იუპ ჰაინკესი და კლუბის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი შეფასებებში ზომიერებას ინარჩუნებდნენ და ბარსელონასთან შეხვედრას მშვენიერ შედეგად მიიჩნევდნენ. ერთადერთი, ვისაც აღელვება ეტყობოდა, ული ჰიონესია:
``ყველაზე რთული ამოცანა გვერგო წილად რაც კი შეიძლებოდა შეგვხვედროდა. დორტმუნდის დაკნინება სულაც არ მინდოდა როდესაც ვამბობდი, რომ რეალი და ბარსელონა უფრო ძლიერები არიან. ეს მართლაც ასეა.``
ადრეულ პერიოდთან შედარებით განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მიუნხენელები მარტო თავდაჯერებულები კი არ არიან, არამედ თვლიან, რომ ესპანური გიგანტის დონეზე იმყოფებიან. სწორედ ამას გულისხმობდა ზამერი:
``ბაიერნი ძალიან განვითარდა და ვფიქრობ, ფინალში მოვხვდებით.``
სითამამეს ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკური მონაცემებიც განაპირობებს. მიმდინარე სეზონზე მიუნხენელებმა უფრო მეტი ბურთი გაიტანეს, მეტი ქულა დააგროვეს და პლეი-ოფის ეტაპზე სამი გამარჯვებაც იზეიმეს; ბარსელონამ კი მხოლოდ ერთი გამარჯვება, ორი ფრე და ერთი წაგება. გარდა ამისა ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბაიერნმა ორივე გასვლითი მატჩი მოიგო, ბარსელონამ - ვერცერთი (ფრე პარიზში და წაგება მილანში). ბაიერნი ისეთი თავდაჯერებულია, როგორიც არასოდეს.
მათიას ზამერი აცხადებს: ``ვესაუბრე ჩვენს მწვრთნელს, რომელიც თვლის, რომ ბარსელონა სწორედ დროულად შეგვხვდა.``
წარმატებაში დარწმუნებულია ფრანკ რიბერიც.
შეხვედრამდე 6 დღე რჩება და თითქმის არ დარჩენილა არცერთი საფეხბურთო ექსპერტი, ვისაც საკუთარი მოსაზრება არ გამოუთქვია ზემოთხსენებული დუელის შესახებ. ერთადერთი, ვინც კომენტარს არ აკეთებს, ეს ბარსელონას ყოფილი და ბაიერნის მომავალი მწვრთნელი პეპ გუარდიოლაა.
``ჩვენი მწვრთნელი კარგად იცნობს ესპანურ ფეხბურთს. ის არ საჭიროებს გუარდიოლასთან დარეკვას.`` - აცხადებს ული ჰიონესი.
Kicker, Mounir Zitouni
Katerina Bayern