გალიანიმ სტროტმანი ჩვენც გვინდოდაო მარა რომამ გვაჯობაო

ასეთი გასაწყლებული იტალიური კლუბები როდემდე უნდა იყონ? გაღატაკებულები არიან, ფერავის ყიდულობენ და ყველას ყიდიან ვისი გაყიდვაც შეიძლება.
ფიორენტინა, იუვე და ჩვენ ვაქტიურობთ მხოლოდ ბაზარზე.
ნაპოლიმაც იყიდა რამდენიმე მაგრამ კავანი გაყიდეს და მაგ ფულით ბლატაობენ.
ჩემი აზრით ნაპოლი მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს, ისევე როგორც ფიორე.
გულდასაწყვეტია ასეთი ჩემპიონატი სადაც ამდენი ძლიერი გუნდია, ასე რომ გაბანძდა.
იუვე, მილანი, ინტერი, ფიორე, ნაპოლი, უდინე, ჩვენ. ყველა კარგად დაკომპლექტებული და ძლიერი გუნდია. უბრალოდ ეხლა იუვე 1 თავით მაღლაა ყველაზე.
სანამ ინფრასტრუქტურა არ შეიცვლება, სანამ გუნდებს საკუთარი კომფორტული მოედნები არ ექნებათ, სანამ კლუბებს ჭკვიანი ხალხი არ ჩაუდგება სათავეში, იქამდე არაფერი ეშველება სერიალს.
იმედია ჩვენ სწორ გზას მივყვებით, მჯერა. მალე სტადიონიც გვექნება და იუვეს დონეს უნდა მივუახლოვდეთ რაც შეიძლება მალე.
პროგრესი აშკარად იგრძნობა, ფანატების რაოდენობა იზრდება მთელს მსოფლიოში, რომას მარკეტინგის განყოფილებაც კაგად მუშაობს, არადა ადრე საერთოდ არ გვყავდა, აბონემენტების, მაისურების და აქსესუარების გაყიდვებით ყოველ წელს ახალ რეკორდს ამყარებენ.
FORZA ROMA!!!