CurvaFiesoleმერე? რახან ვიღაც ჟურნალისტი რაღაცას წერს უეჭველს, ის უეჭველი სწორია და რაც მე ვნახე ის არა ხო?
იტალიელები თან სკანდალების დიდი მოყვარულები არიან და ბევრ რამეს ამუქებენ, ძაან ხშირად.
პლიუს, თუ კორიერეს მიდებ, დაგიდებ სხვა გამოცემას, სადაც წერია, რომ ფიორეს არ დაავიწყდეს ნაჩუქარი ქულები მილანთან და ლაციოსთანო

ნეიტრალურ გამოცემებზე ვამბობ, არა პრო-მილანისტურზე.
ეგ მომენტი კიდევ, მეც ვნახე, მარა საკამათოა. ბევრჯერ მინახავს მსგავს სიტუაციაში არ-დადებული პენალტი და მაგ მომენტზე სხვათა შორის ისევ ჟურნალისტებს საერთოდ არ გაუმახვილებიათ ყურადღება.
მაგ მომენტიდან ერთადერთი ის ჩანს, რომ ამბროზინი ძალიან დაბერდა.
და კიდევ, რაც მოხდა, სხვა თემაა, მე ის არ მესმის მილანს რომ აგინებ მაგათზე ### გუნდისო რა, ეგ რა ლოგიკაა

მაგრად მიკვირს მე.
რომ წაგერთმიათ ადგილი ნაღდად არ შევაგინებდი ფიორენტინას. ნუ ეგ ისე, და გუშინდელზე კიდე, თუ ჩაწყობაზეა ლაპარაკი, მე ის მიკვირს, სიენა რამ გაამწარა ასე სეზონის თამაში რომ ითამაშა. თუ ჩაწყობაა ისევ დელა ვალეები შეპირდნენ ალბათ მაყუთს (თუმცა ლეგალურად მოსულა).
და კიდევ, ძლივს გაცდენაზე ვამბობ, ძელი და 3 სუფთა არ-გამოყენებული გოლი, მე მგონი არ მეტყველებს იმაზე, რომ ეს გუნდი არაფერს არ იმსახურებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მერე ძალიან ერთფეროვანი და პანიკური თამაში იყო. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ის უდიდესი გამოცდილება, რაც ესეთი მომენტებისთვის ქონდა მილანს, ზეედორფის, ნესტას, ძამბროტას და ინძაგის წასვლით უბრალოდ გაქრა.
მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მილანი ლიგას არ იმსახურებდა.
თუმდაც მარტო იმიტო იმსახურებდა, რომ რაც შეეძლოთ ის ქნეს ბარსელონასთან და თქვენზე გაცილებით მეტი თამაში ითამაშეს, რაც აისახება გუნდზე, გუშინდელი თამაშიდანაც ჩანდა ეგ.
ხო კიდევ, მუნტარი, სასაცილოა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კაცია და ჩაწყობა რომ ყოფილიყო როგორმე იჩალიჩებდნენ იმას, რომ წითელი არ მიეღო წინაში, რომელიც ჩემი აზრით არც იყო მისაცემი.
როხროხა
და ბევრი იყო ისეთიც, რომელიც აქეთაც არ დადო, ნამდვილად.
და მილანი რომ უსახური გუნდი იყო, ეს მხოლოდ მისი წარსულის ფონზე.
და ფიორესთან შედარებით უკეთესი კადრებით ცუდი თამაში იმით არის გამოწვეული, რომ გუნდიდან 6 წამყვანი ფეხბურთელი გაიყიდა 1 ზაფხულში და ახალი შენაძენებიც აგვისტოს ბოლოსკენ მოვიდნენ მხოლოდ. ეგეც ჩვენი პრობლემაა, არავის ვაბრალებ, მაგრამ ახსნა აქვს მაგ უსახურობას, სამწუხაროდ სილვიოს სახით.
და მეშინია, რომ კიდევ გაგრძელდება ეგ ტენდენცია.
და კიდევ, მართლა ძალიან მაგარი ქამბექი დადო გუნდმა პირველი წრის ბოლოს და მეორე წრის დასაწყისში.
იუვე რომ სერია ბ-დან დაბრუნდა და რომ წვალობდა, დაახლოებით იმ დონის გუნდი იყო ეხლა ეს და მოახერხა და გავიდა ლიგაზე.
არანაირად არ თქვათ, რომ დაუმსახურებლადო.
ალეგრი იმედია დარჩება, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია.
This post has been edited by Bowman on 20 May 2013, 14:23