მადრიდის "რეალს" ახალი სპონსორი ეყოლება. როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, 2013 წლის 30 აპრილს "ბლანკოსი" და არაბული Fly Emirates-სი 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებენ და შემდეგი სეზონიდან "სამეფო კლუბის" მაისურზე Bwin-ის მაგივრად Fly Emirates ეწერება.
შეთანხმების მიხედვით, შემდეგი სეზონის დასაწყისიდან "რეალი" სპონსორისაგან ყოველწლიურ ანაზღაურებას, 25 მილიონ ევროს მიიღებს. რაც კლუბის ისტორიას არ ახსოვს და რეკორდული თანახაა.
შეგახსენებთ, რომ Bwin-ი პარტნიორობას მადრიდელებთან გააგრძელებს, ოღონდ, მეორეხარისხოვანი სპონსორის სახით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ შეთანხმება წინა სეზონში შედგა, თუმცა ოფიციალური სახე ამა წლის 30 აპრილიდან მიეცემა.
http://www.merengues.ru/main/3104-aviakomp...orom-reala.html This post has been edited by Dima Fan on 14 Apr 2013, 15:07