პელეს ისტორია 58-ში, იყოს ვისაც აინტერესებს მისტერის ვერსია

პელე არ იყო რომ ვთქვათ მასზე: ,,18 წლისამ (18-ის იყო

) მოაგებინა მსოფლიო" იცოდეს ხალხმა რეალურად რა ხდებოდა

ჯგუფის პირველ ორ თამაშში პელეს არ უთამაშია, მესამეში კაჩალინის საბჭოეთთან საკმაოდ კარგი იყო, ვავას დუბლით მოიგო ბრაზილიამ
მეოთხედფინალი პელე იყო ბრაზილიელთან მხსნელი, დათარსულ კარს უელსისა ჯადო ახსნა. თუმცა დღესაც ბევრს აინტერესებს, რომ ყოფილიყო უელსის სული, გული, თავი, ძვალი, მცველი, ფორვარდი და ყველაფერი ჯონ ჩარლზი, იქნებ...მაგრამ უკვე ,,რა მოხდებოდა რომ..." არაფერს გვეტყვის
ნახევარფინალში ბრძოლა მიდიოდა მხოლოდ 39 წუთამდე, როდესაც დიდიმ გაიტანა გოლი და წინ გაიყვანა ბრაზილია (2:1). იქამდე, 26 წუთზე, საფრანგეთის დაცვის ლიდერი, კაპიტანი და კოპა/ფონტენის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელი ჟონკე (რეიმსი), ვისაც მთლიანად ეჭირა დაცვა, ტრავმის გამო გამოეთიშა თამაშს და 10 კაცი დიდის გოლამდეც ცნობილი იყო ვერ გაუძალიანდებოდა ბრა-ს, პელემ დაიწყო და დაასრულა რბევა
ფინალში შვედეთთან ზე-გენიალური გარინჩათი ბრაზილიამ შემოატრიალა თამაში (ლიდჰოლმის გოლით აგებდა), 1:2-ზე ბრაზილიის სასარგებლოდ, კი, პელემ გაიტანა გენიალური გოლი და გახადა 1:3. აი მეორე გოლი, შეიძლება სულაც არ გაუტანია პელეს : ) (არამედ მცველს საკუთარ კარში). მაგრამ შვედებს ძალიან ძლიერი რამდენიმე ფეხბურთელი ყავდა, არამარტო წინ, ასე რომ........
ჩემპიონატის და ფინალისაც როგორც მახსოვს, საუკეთესოდ ოფიციალურად დაასახელეს დიდი
.........ასე რომ პელეს 6 გოლიდან, 1 ავტოგოლი იყო მგონი

, 2 გენიალური, თუმცა უკვე ,,დასრულებულ" თამაშში შეიძლება ითქვას (ფრანგებთან ნამდვილად), მხოლოდ ერთი იყო ,,პელეს სახელს რომ შეეფერება"
საუკეთესო დიდი, გარინჩა, შემდეგ პელე, ან კოპაც კი (ფონტენმა 13 გოლი გაიტანა, მაგრამ კოპა იყო მანდ ყველაფერი)
პ.ს. იხილეთ 1958
,,ოქროს ბურთი" - უსამართლო არჩევანი
პ.ს.ს. მარადონა ჯობდა 17 წლის :დ, თუ პელე, არ უნდა მემტკიცებინა. თუმცა მე მგონია 16-17 წლის ,,მარა", ჯობდა 16-17 წლის პელეს, არის მიზეზები რატომაც :დ. აქვე 17 წლის ნაზარიო თუ მეაცა უნდა ვახსენოთ, მაგრამ აი 16 წლის მარადონა, ისევ, ჩემი აზრით, იყო სრული სენსაცია, მთელი არგენტინა დასდევდა ვიდეოს გადასაღებად :დ პატარა ბიჭი ლიდერი იყო პროფესიონალი არგ. ხუნიორსის და უამრავ ადამიანს შეაყვარა ეს გუნდი ევროპაშიც კი.
18 წლისა პელე ჯობდა, მარადონას არ მისცეს საშუალება არაფრის. აი 20 წლისა, აუცილებლად მარადონა, ორი ფენომენალური სეზონი ჩაატარა.