კი, გერმანიაში მაგას კანონი კრძალავს
რანგნიკია მაგათი და ზალცბურგის მენეჯერი
ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ბუნდესლიგაშიც უცებ ამოვლენ
მესამე ლიგისთვის ახლაც კარგი შემადგენლობა ჰყავთ
* * *
ისე, მაგდებურგია კიდევ რეგიონალლიგაში, მაგათაც კარგი სტადიონი აქვთ და ცოდოა ეგ გუნდი ასეთ დაბალ ლიგაში
იმედია, მომავალ სეზონში უკვე ეგენი ამოვლენ მესამე ლიგაში
მაგდებურგი MDCC-არენა (MDCC-Arena) სტადიონის ლოგო –

აშენების თარიღი –
2005–2006 წლებიგახსნა –
10 დეკემბერი 2006ტევადობა –
27 250 მაყურებელი მინდვრის ზომები –
105 x 68მისამართი –
ფრიდრიხ-ებერტ-შტრასე 69, 39114 მაგდებურგი, გერმანია ვებ-გვერდი –
http://www.stadion-magdeburg.de/საფეხბურთო კლუბი მაგდებურგი, რომელიც ამჟამად გერმანიის რიგით მეოთხე დივიზიონში - ჩრდილოეთის რეგიონლიგაში ასპარეზობს, 2006 წლის 10 დეკემბრიდან საკუთარ საშინაო მატჩებს ახალ, თანამედროვე და კომფორტულ არენაზე მართავს, რომლის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და ჩაანაცვლა პატარა, 4 500-იანი ჰეინრიხ-ჯერმან-შტადიონი.
ახალი არენა 27 250 მაყურებელს იტევს, საიდანაც 22 350 ადგილი დასაჯდომია, ხოლო 4 800; სტადიონს გააჩნია 34 ადგილიანი პრესლოჟა და 430 ადამიანზე გათვლილი ბიზნესადგილი, ასევე 180 VIP ლოჟა; 1 200 ადგილიანი ავტოსადგომი. სტადიონი სუფთა საფეხბურთო სტილისაა, რაც სრულ კომფორტს უქმნის მაყურებლებს.
არენის მშენებლობა 31 მილიონი ევრო დაჯდა და კლუბმა მიიღო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომფორტული არენა, რომელსაც თავიდან მაგდებურგ-არენა უწოდეს, ხოლო შემდეგ მისი დასახელება საკაბელო ტელევიზიის ფირმა MDCC-ს მიჰყიდეს 2009 წელს.
სტადიონი მრავალფუნქციურია; გარდა საფეხბურთო მატჩებისა, ასევე მასპინძლობს ამერიკული ფეხბურთის შეხვედრებსა და მუსიკალურ კონცერტებს. აქ ხშირად მართავენ შეხვედრებს გემრანიის ასაკობრივი ნაკრებები და ქალთა გუნდები.

აქ შეგიძლიათ იხილოთ სტადიონის სხვა ფოტოები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «