დანაკლისით მიდის ევროპაზე გერმანიის U21 ნაკრები
იუნგი და კირხოფი გამოაკლდნენ გუნდს
ეს შემადგენლობა დარჩა
http://www.dfb.de/index.php?id=500109მაინც კარგი გუნდია, მარა არ მჯერა ამ ადრიონის
შეიძLება ჯგუფშიც ჩარჩნენ
მეკარეები:
ლენო (ლევერკუზენი) იქნება ალბათ პირველი მეკარე
ბაუმანი (ფრაიბურგი) ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა
ჰორნი (კიოლნი) - კიდევ ერთი მაგარი ტალანტი გამოჩნდა, კაი ბიჭია ძალიან
მოკლედ მეკარეებში შესანიშნავადაა საქმე
დაცვა:
ცენტრში ჰყავთ
გინტერი (ფრიაბურგი) ახალწვეული, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა ამასაც
მუსტაფი (სამპდორია), სკამის მხეხავი
რუდიგერი (შტუტგარტი) შუტგარტის ძირითადის უცვლელ წევრად ყალიბდება, არაა ცუდი ფეხბურთელი
სობიხი (ფიურტი), დიდი არაფერი
ტესკერი (ჰოფენჰაიმი) კარგად გამოჩნდა, მარცხნივაც თამაშობს
ფლანგებზე
მარჯვნივ
იანჩკე (გლადბახი) , გამოცდილი უკვე, მარა წელს ვერ ჰქონდა კარგი სეზონი, წინა ჯობდა
თუმცა აქ უალტერნატივოა
მარცხნივ დიდი არჩევანია
ტესკერი ვთქვი
მარა ძირითადისთვის ორი ვარიანტია
ზორგი (ფრიაბურგი) - ბრწყინვალე სეზონი
კოლასინაკი (შალკე) მე არ მომწონს, მით უფრო ფლანგზე ამხელა საქონელი, მარა ბევრი მატჩი ჩაატარა შალკეს ძირითადში
ნახევარდაცვა
საყრდენ ზონაში ძველი ხალხი
როდე (აინტრახტი) - ბრწყინვალე სეზონი, უეჭველი ძირითადის კაცია
რუდი (ჰოფენჰაიმი) - ჩაუვარდა სეზონი, მარა ამ ნაკრებში დიდი გამოცდილება და ავტორიტეტი აქვს
ჩანი (ბაიერნი) - ახალი სახეა, ძირითადში არ იქნება
ფუნკი (სანკტ პაული) - ნორმალურია, მეორე ბუნდესლიგაში ცუდად არ იდგა მთელი სეზონი
მორიცი (შალკე 04) - მრავალმხრივი კია, მარა პრაქტიკა არ ჰქონდა
10-იანზე უალტერნატივოა
ჰოლტბი (ტოტენჰემი) - გუნდსი აშკარა, მარა იდიოტი ლიდერი
ალტერნატივად ფოლანდი (ჰოფენჰაიმი) დადგება მანდ, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა
ფლანგებზე
ჰერმანი (გლადბახი) უალტერნატივოდ , უფრო მარჯვენაა, მარა ორივეგან შეუძლია
ისევე როგორც კლემენსს (კიოლნი), რომელსაც ასევე ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა
ალბათ ეს ორი გაინაწილებს ფლანგებს + ფოლანდი
თავდასხმაში ჭირს
სამი კაცია და განსაკუთრებით არც ერთი ბრწყინავს
მლაპა (გლადბახი); პოლტერი (ნიურნბერგი) და ლასოგა (ჰერტა)
მე ასე დავაყენებდი
--------------------ლენო---------------------------
--ზორგი---გინტერი---რუდიგერი----იანჩკე--
------------როდე---------რუდი----------------
--ჰერმანი ----------ჰოლტბი----------ფოლანდი
-------------------მლაპა----------------------------
ამ გუნდის მთავარი პლიუსი ჩემი აზრით ისაა, რომ ფეხბურთელების უდიდესი ნაწილი პირველ ბუნდესლიგაში და თან თავის გუნდების ძირითადში თამაშობს
თან უმეტესობას კარგი სეზონი ჰქონდა
სხვა მხრივ კი ესპანეთს ჰყავს სასწაული გუნდი
იტალია, ინგლისი და ჰოლანდია ვერ ჯობნიან გერმანიას
* * *
ისე რამდენი ძალიან მაგარი ფეხბურთელი აკლია გუნდს
ასაკის მხედვით ვინც შეიძLება იყვნენ
გიოცე, დრაქსლერი, გიუნდოგანიც, შიურლე - ესენი რომ წაეყვანა, აზრი დაეკარგებოდა გათამაშებას
ლაიტნერი რატომ არაა ნეტა, ბაისტერი ჩავარდა მეორე წრეში, არადა იყო ამ ნაკრებში საკმაოდ მყარად
აუგსბურგელი ფოგტის წაყვანაც შეიძლებოდა, კაი სეზონი გამოუვიდა
This post has been edited by novartis87 on 28 May 2013, 02:34