FC Bayern Geo Fans
ბუნდესლიგის 2012/13 წლების სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა: შაბათს ფრაიბურგი, შემდეგ დორტმუნდი, აუგსბურგი და გლადბახი. იმის მიუხედავად, რომ მიუნხენის ბაიერნმა გერმანიის ჩემპიონობა კარგახანია გაიფორმა, მოტივაცია ნამდვილად არ აკლია. ეს ბოლო ორ შეხვედრაშიც დადასტურდა (4:0 ნიურნბერგთან, 6:1 - ჰანოვერთან). მისაღწევი კიდევ დარჩა: რეკორდები!
ბუნდესლიგის 50-ე საიუბილეო სეზონზე ბაიერნმა უკვე საკმაო რაოდენობის რეკორდი დაამყარა, მაგრამ გუნდს კიდევ უფრო მეტის მიღწევის შანსი აქვს: „გვსურს კიდევ დავამყაროთ რამდენიმე რეკორდი“ - აცხადებს გუნდის კაპიტანი ფილიპ ლამი.

უკვე დამყარებული რეკორდები:
• ყველა დროის ადრეული ჩემპიონი როგორც ტურების (28-ე /აქამდე იყო 30-ე, ბაიერნი 1972/73 და 2002/03), ასევე კალენდარული დღის მიხედვით (6 აპრილი / აქამდე იყო 18 აპრილი კიოლნი 1963/64);
• შემოდგომოს სეზონის ადრეული ჩემპიონი ( (მე-14-ე ტური / აქამდე მე-15-ე ტური დორტმუნდი 2010/11, კაიზერსლაუტერნი 1997/98, ფრანკფურტი 1993/94);
• საუკეთესო ბურთების სხვაობა პირველ წრეში: +37 (აქამდე: +33, ბაიერნი 2011/12);
• მინიმალური რაოდენობის გაშვებული ბურთი პირველ წრეში: 7 (როგორც შტუტგარტს 2003/04);
• პირველ წრეში მინიმალური რაოდენობის გაშვებული ბურთი გასვლით შეხვედრებში: 1 (აქამდე 2, შტუტგარტი 2003/04);
• სეზონის საუკეთესო სტარტი: 8 გამარჯვება (აქამდე: 7 გამარჯვება, ბაიერნი 1995/96, კაიზერსლაუტერნი 2001/02, მაინცი 2010/11);
• კარის მშრალად შენახვა სეზონის პირველ ხუთ გასვლით შეხვედრაში. შემდეგ სარეკორდო მონაცემებს ბაიერნმა უკვე მიაღწია და აქვს შანსი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ეს მაჩვენებლები გააუმჯობესოს:
• დაგროვილ ქულათა მაქსიმუმი: 81 (როგორც დორტმუნდს 2011/12);
• გასვლით შეხვედრებში დაგროვებულ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა: 43 (აქამდე 37 ქულა, დორტმუნდი 2011/12, ბრემენი 2003/04);
• ყველაზე მეტი გამარჯვება სეზონზე: 26 (აქამდე: 25, დორტმუნდი 2011/12, ბაიერნი 1972/73);
• ყველაზე მეტი გამარჯვება გასვლით შეხვედრებში: 14 (აქამდე: დორტმუნდი 2011/12, ბრემენი 2003/04);
• ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებათა სერია ერთ სეზონზე: 13 (აქამდე: 10, გლადბახი 1986/87 და ვოლფსბუგრი 2008/09);
• ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებათა სერია ზოგადად (სეზონიდან სეზონზე გადასვლით): 13 (აქამდე: 11 ბაიერნი მარტიდან სექტემბრამდე 2005);
• ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებათა სერია გასვლით შეხვედრებში: 9 (აქამდე: 8, დორტმუნდი 2011/12);
• მეორე წრის საუკეთესო სტარტი: 13 გამარჯვება (აქამდე: 7, დორტმუნდი 2011/12);
• კარის მშრალად შენახვა ყველაზე მეტ მატჩში ერთ სეზონზე: 19 (როგორც ბრემენი 1987/88 და ბაიერნი 2001/02).
ბაიერნს შეუძლია შემდეგი რეკორდების დამყარება:
• ყველაზე მეტი გატანილი ბურთი (101, ბაიერნი 1971/72) / ბაიერნის ახლანდელი შედეგია 89;
• გასვლაზე გატანილი ყველაზე მეტი ბურთი (43, ბრემენი 2006/07) / ბაიერნის ახლანდელი შედეგია 37;
• მინიმალური რაოდენობის გაშვებული ბურთი (21, ბაიერნი 2007/08) / ბაიერნის ახლანდელი შედეგია 14;
• გასვლით შეხვედრაში გაშვებული მინიმალური რაოდენობის ბურთი (5, ბრემენი 92/93)/ ბაიერნის ახლანდელი შედეგია 3;
• მინიმუმ 1გატანილი ბურთი ყოველ შეხვედრაში (როგორც კიოლნი 1963/64);
• ბურთების სხვაობის საუკეთესო შედეგი (+64, ბაიერნი 1972/73) / ბაიერნის ახლანდელი შედეგია +75;
• ყველაზე დიდი სხვაობა ქულებში მეორე ადგილოსანთან (16 ქულა, ბაიერნი 2002/03) / ბაიერნის ახლანდელი შედეგია 20 ქულა;
• მინიმალური რაოდენობის მარცხი (1, ბაიერნი 1986/1987) / ბაიერნის ახლანდელი შედეგია 1;
• მინიმალური რაოდენობის მარცხი გასვლით შეხვედრებში (0, ბაიერნი 1986/87) / ბაიერნის აქტუალური შედეგი: 0.
fcb.de
Katerina Bayern.