ჰოდა, ვის შეუძლია კროოსზე უფრო მეტად ,,ხავის როლი" დღევანდელ ბავარიაში? : ) გვარდიოლას როლი ვუწოდოთ თუ გინდა, ანუ ფეხბურთელი, რომელიც პასუხს აგებს რომ გუნდი მაქსიმალურად ფლობდეს ბურთს და ტემპიც აკონტროლოს ბურთის უფრო ,,ჰორიზონტალური მოძრაობით", იქნება ეს მოკლე პასები თუ ფლანგზე ბურთის გადატანა პრესინგისგან თავის დასაღწევად
შვაინტაიგერიო ალბათ იტყვი შენი პოსტებიდან გამომდინარე ვფიქრობ, თუმცა ეგ გაცილებით ,,ვერტიკალურია" და აბსოლუტურად სხვა სტილის მეპასეა ვიდრე გვარდიოლა/ხავი ან თუნდაც ბუსკეტსი, ხაბი ალონსოს სტილში ასე ვთქვათ
გვარდიოლას ჭირდება კროოსი პირველ რიგში თუკი აპირებს ბავარიას ბურთის ფლობა კიდევ მეტად გაუზარდოს (ამას აუცილებლად შეეცდება)
გვარდიოლა მაურინიო ხომ არაა ,,სწრაფ ფეხბურთზე" გააკეთოს აქცენტი და სულ გიოცეები ათამაშოს? მომენტალურად გადასვლა შეტევაში? გვარდიოლას მთავარი იდეაა ,,პოზიციური ბურთის ფლობა" ჰოდა მაგ საქმის გაკეთება მსოფლიოში სულ 5 ფეხბურთელს თუ შეუძლია, კროოსი ერთ-ერთია : )
ნამდვილად არ ვიცი ახლა მე რას აპირებს გვარდიოლა და მაგის გარდა არც არავინ იცის ისეთი ტიპია, ყველაფერს საკუთარ თავში ინახავს :დ, მაგრამ სიტყვაზე ბარსაში ,,ხავის შემცვლელზე" (ხავის როლი) რომ იყოს ლაპარაკი, ამ ფუნქციას ვერც ინიესტა იტვირთებს და ვერც შვაინშტაიგერი, სულ სხვანაირი მეპასეა ამისთვის საჭირო, ის ვინც ხავის სტილში მაქსიმალურად ცოტა ,,სარისკო პასებს" აკეთებს, ასეთია კროოსი პირველ რიგში, ტიაგო ალკანტარას გარდა არც მეგულება მსოფლიოში კონკრეტულად ამ სტილის (რასაც ზემოთ ვხსნი) სტილის მეპასე.
აი ახლა სტატისტიკასაც ჩავხედე და შვაინშტაიგერი საშუალოდ 1-ით მეტ პასს აკეთებს წინა მიმართულებით, ანუ კროოსი გაცილებით ,,ჰორიზონტალურია" ვიდრე ეგ, მიუხედავად იმისა რომ წინ თამასობს და თითქოს ენდი მიოლერის სტილში სულ წინ უნდა აკეთოს პასები

ეს ბარემ იყოს, აპრილის თვე ახლაა და ხმებს ვერ მიიმატებს კროოსი

მარტის თვის მონაცემებით კი ასეთი იყო ევროპის საუკეთესო ნახევარმცველი ,,ესმ"-ის ვერსიით (11 წამყვანი გამოცემა ყოველი თვის შემდეგ ასახელებს თვის სიმბოლურს და წლის ბოლოს წლის სიმბოლური დაჯამდება)
1. პირლო 13
2. ხავი 12
3. ინიესტა 11
4. კროოსი 9
5. ფელაინი 7
6. ლამპარდი/ტურე/კასორლა 4
ისევ უნდა გავიმეორო

, ხავის თუ ვინმე გავს პასისას, ყველაზე მეტად კროოსი გავს, სხვა ვის შეუძლია მსგავსი?

კიდევ ერთი სტატი: კროოსს ბავარიას ნახევარმცველებიდან საუკეთესო სიზუსტე აქვს 90% (გუსტავოს 93%-ს არ ვთვლი :დ, ხავი არაა აუცილებელი ბუსკეტსზე ,,აკურატული" იყოს)
basti87
This post has been edited by mystery) on 23 Apr 2013, 18:22