იმედია წაკითხვა არ დაგეზარება!
მოკლედ შევეცდები ყველანაირად რეალური იყოს ჩემი არგუმენტები, თუმცა არც როჯერს ვიცნობ და არც მქონია საშუალება მასთან ამ თემაზე დალაპარაკების.

დავიწყოთ სულ თავიდან,როგორ აღმოჩნდა ასაიდი ლივერპულში.როჯერსი ახალი მოსულია გუნდში ცდილობს თავისი ხედვა დანერგოს ბალასტი მოიშოროს და თავისი ფეხბურთელები მოიყვანოს, ამ დროს კი მისი ტაქტიკის განუყოფელ ელემენტს- ორივე ფრთაზე სწრაფი უინგერი შეადგენს დაუნინგი არ მოსწონს მაგრამ მოშორებითაც ვერ იშორებს,შესაბამისად მეორე უინგერზე აქტიურად მუშაობს, ამიტომ თუ გახსოვს მთელი ზაფხული კრისტიან ტელიოზე ჩალიჩობდა,დაჟე ჩასულიც იყო ეირი მოლაპარაკებებზე ფასიც შეთანხმებული იყო, მაგრამ ადგა ტელიო და ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა და დაგვაპოშოლა.მოკლედ ივლისი იწურებოდა და უინგერის გარეშე ვრჩებოდით, თან დიდი მაყუთის გადამხდელებიც არ ვიყავით და უეცრად ზუსტად 2 დღეში ჯერ კიდევ გაუმართავი სკაუტინგ სისტემის მეშვეობით, არსაიდან რომ არ ელოდა არავინ ისე, ოსამა ასაიდი გაიჩითა,რომელიც ცალი ფეხით აიაქსში იყო, ანუ ძალიან მოუმზადებებელი და გაუფილტრავი კანდიდატი იყო,რომელიც ნაჩქარევად იყიდეს სიიაფის გამო და ვიღაც იდიოტი სკაუტის/აგენტის რჩევით, შემდეგ რაც გამოვიდა მაგ საქმისგან შენც იცი, ასაიდის როჯერსმა სტერლინგი ამჯობინა მარტივად,შემდეგ ზამთარში კოუტინიო სტარიჯი მოვიდნენ და სრულიად ზედმეტი გამოდგა, იმიტომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდა ვერავის .
ასპას რაც შეეხება მას შემდეგ მთლიანად შეიცვალნენ სკაუტები მთელი ქსელი მუშაობს მთელს ევროპაში,რომ რაც შეიძლება რეალურ ფასებში მოძებნონ საჭირო ფეხბურთელები ანუ ასპასი უკვე გაფილტრულ-ჭანჭიკებამდე განხილული ვარიანტია.მაგრამ მიუხედავად ამისა ასპასი რომ გაფლოპდეს ამის შანსი ყოველთვის არსებობს და ეს მარტო ასპას კი არა ყველა ფეხბურთელს ეხება.ვერავინ იტყვის წინასწარ ეს ათამაშდება და ეს ვერაო, ამიტომ დაველოდოთ და დრო გვიჩვენებს სხვა რა გზა დაგვრჩენია.