“პატარა და დიდი კლუბებისთვის წესი ერთნაირია. ყველას ვაფრთხილებთ, რომ ეს კანონი ყველას “უკბენს”, ვინც მის დარღვევას განიზრახავს. უკვე მომავალი სეზონიდან, კლუბები ვეღარ დახარჯავენ იმაზე მეტ თანხას, რასაც გამოიმუშავებენ. თუ კლუბები განაგრძობენ ტრანსფერებზე დიდი ოდენობით თანხის ხარჯვას, აუცილებლად იქნება სანქციები - გაფრთხილება, ჯარიმა და დისკვალიფიკაცია. აუცილებელია ყველამ შეიგნოს, რომ ფინანსური ფეარ პლეი არა კლუბების დასასჯელად, არამედ მათ დასახმარებლად შემოვიღეთ” – უეფას გენერალურმა მდივანი ჯანი ინფანტინო.[B]
მოკლედ მიმდინარე სეზონის დასრულებიდან უეფას ფინანსური ფეარ პლეის წესი შემოდის, რომელიც უეფას რიგებში შემავალ ყველა გუნდს ეხება.
ვერც ერთი გუნდი ვერ დახარჯავს იმაზე მეტს ვიდრე გამოიმუშავებს ერთ სეზონში (ითვლება ტრანსფერებიდან, ტელეტრანსლაციებიდან, ბილეთებიდან, ატრიბუტიკის გაყიდვიდან, სპონსორებიდან, საპრიზო ფონდებიდან და სხვა მარკეტინგული საშუალებებით მოპოვებულ თანხებიდან). გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ იმ გუნდებზე რომლის შემოსავალიც სეზონში ხუთ მილიონ ლარს არ ცდება (შესაბამისად კოკაია და ფიფია მშვიდად უნდა იყვნენ

)
რას ფიქრობთ ამ წესის შესახებ, მე მაგალითად მივესალმები ასეთ კანონს, მაგრამ ვფიქრობ ბევრი რამე დასაფიქრებელია, მაგალითად "მანჩესტერ სიტის" მფლობელს შეუძლია რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია გახდეს სიტის სპონსორი და მხოლოდ იმიტომ რომ მაისურზე რაღაც ეწეროს გუნდს ამაში მაგ: 100 მილიონი გადაიხადოს წელიწადში?
დადებითი კი ის უნდა იყოს ალბათ რომ:
1. გუნდები ასე თუ ისე თანაბარ პირობებში ჩადგებიან, დასაწყისში გაუჭირდებათ მაგრამ რამოდენიმე წელიწადში დაბალანსდება ყველაფერი
2. წინ წამოიწევა გუნდების საბავშვო სკოლები და ახალგაზრდული გუნდები, მეტი ყურადღება მიექცევა ფეხბურთელების გაზრდას. (მაგ: ამსტერდამის აიაქსი ალბათ დროთა განმავლობაში ისევ საფეხბურთო სამყაროს სათავეებში აღმოჩნდება თავისი უნიკალური სკოლიდან გამომდინარე)
3. მე რომ "ნოსტალგიურ" გუნდებს ვეძახი, მხოლოდ ერთი წელი აღარ იქნებიან კონკურენტუარიანები და სტაბილურად კარგ გუნდებად ჩამოყალიბდებიან, რადგან ვეღარავინ შეძლებს ასე ერთბაშად დაშალოს წლის ბოლოს აწყობილი გუნდი
მოკლედ თქვენც თქვით თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია გაქვთ ამ კანონის შესახებ.
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare