CurvaFiesoleშენ ყოველთვის მართალი ხარ

ეხლა ნაღდად მეზარება საკამათო მომენტების ძებნა, პროსტა ხო იცი ისედაც ყველაზე შეიძლება მოძებნა. რითი დაიმსახურა და პრეზიდენტისგან მიგდებულმა გუნდმა არაფრისგან ითამაშა ლამაზი ფეხბურთი, დაამატე იმას, რომ ლიგაზე ვთამაშობდით, და ბარსელონას 1 კარგი თამაში მაინც ვეთამაშეთ. შეიძლება არაფერი, მარა ლიგის გამო ბევრი ქულა დაგვეკარგა, ნუ ეხლა უკვე 3 ქულაც ბევრია. ლიგა აშკარად არ დაგვიკიდებია, აგერ ნაპოლიმ დაიკიდა ელ, მარა ჩვენ არა.
ხოდა მე მაგიტო ვამბობ, რომ დაიმსახურა

თქვენ კი მინდა რო ლიგაზე გახვიდეთ და ნაპოლი არ მინდა, მარა ჰა, არ გამოდის, გადის ნაპოლი და გავდივართ ჩვენ და როგორც მინიმუმ უსამართლოს ვერ ვიტყვი ჩვენს გასვლაზე.
მამენტ ჯერ მაინც არაფერი გადაწყვეტილა.
ალეგრი იმსახურებს კიდე პირადად ლიგას, თუ მაინცდამაინც.
თქვენ ხართ სიმპატიური გუნდი, იმჰო ამ წელს ლიგა მარტო იმისთვის გინდათ, რომ უკეთესი ფეხბურთელები "მოიტყუოთ" და არა რეალური წარმატებისთვის. იასნა, მეც მეწყინებოდა და დამწყდებოდა გული ეგეთ რამეზე, მაგრამ ჰა, ეგრე ჯდება რა.
ახლა შენ მეტყვი სეზონის სტარტი ხომ სეზონის ნაწილიაო, მაგრამ პირველი 5 ტური რომ ამოვაკლოთ, მილანი სკუდეტოს მოიგებდა, ესეც ბერლუსკონის ბრალია 100%, ბოლოდან მეორე დღეს რო ირკვევა რომ თურმე ფლამინი იქნება ძირითადში და დე იონგი უერთდება გუნდს...
ხოდა, ფიორეს კიდევ საკმარისზე მეტი შანსი ქონდა გასვლის და ბევრი ქულა გაანიავა ჩისტა თავისი ბრალით, ასე რომ არ ღირს აქ არაფრის თქმა, თუნდაც ეს თამაში აიღე რომასთან. მანამდეც იყო, მართლა არ მახსოვს ეხლა რა, მარა ბევრი გაანიავა, რა ვუყო.
მილანმა კიდე წელს მაგარი ამოქაჩა, არაფრიდან გუნდი შექმნა ალეგრიმ და მე-10 ადგილიდან ამოვიდა ტიპი მესამეზე წაუგებელი სერიით, მე მგონი დაუმსახურებელს ვერ დაარქმევ. შენ რა საკამათო მომენტებსაც დებ, ალეგრის მგონი არც ერთი საკამათო გოლი არ დაუტოვებია აუღიარებლად, არ ვიმსახურებდითო, მარა ბევრი თამაშიც ისეთი იყო, სადაც ვიმსახურებდით, წელსაც არაერთი, არ ღირს მაგაზე საუბარი.
მე კიდე გავიმეორებ, შარშანდელი ნაჩუქარი ქულები ფიორესთვის არ დამავიწყდება არასდროს, იმიტომ რომ სკუდეტოდ დაგვიჯდა (ნუ შარშან გაცილებით მეტი იყო ფიორეს გარდა, უკეთესი გუნდი იყო მილანი და იმიტომ).
მიუხედავად ამისა, ძალიან მესიმპატიურება ფიორე, მარა რა ვქნა, ბოლო ბოლო მილანი მილანია. ნუ ჩემთვის ესეა, ესე რომ არ ყოფილიყო ფიორეს ბალელშიკი ვიქნებოდი. ასე რო, წარმატებებს გისურვებ შენც და შენს გუნდსაც, მარა იმას ნუ იტყვი, მსაჯები ეხმარებიან მილანს შეგნებულადო, მაგარი ტრუხაა.
This post has been edited by Bowman on 6 May 2013, 18:15