რა მომასვენებს, შევადგენ ახლა ბარსას ყველა დროის სიმბოლურს ჩემპიონებისა

უნდა მივწი-მოვწიო ხალხი არა ისე როგორც სურათებზეა, ასე თუ გაკეთდება როგორც საჭიროა

კრიტერიუმია მაგათი სახელი + ძირითადში ყოფნა ჩემპიონობის დროს

, ანუ რაოდენობა. მაინც საკამათოა, არ გინდა ახლა აირჩიო, მაგრამ პირადად ჩემი აზრით ასეთია:
მეკარე: რამალეტსი აკა მარაკანას კატა - ეს მსოფლიოში პირველ მეკარეებში დიახაც ითვლებოდა ხოლმე პერიოდულად, ვალდესზე ამას ვერ ვიტყვით)
(კონკურენტები: ვალდესი და სუბისარეტა)
მარჯვენა მცველი: ჩაპი ფერერი - ძირითადში როცა არ იყო იმ სეზონებშიც ,,მატორი"
(კონკურენტები: ალვეში, ინდივიდუალურად ჯობია ფერერს, ვნახოთ კიდევ აქვს დრო ამოაგდოს)
მარცხენა მცველი: კუმანი - ცენტრალური მცველები დაკავებულია, აქ გადმოვიყვანე, თან ამ პოზიციით გაითქვა სახელი. ექსტრა-კლასის ფეხბურთელია და უნდა იყოს ყველანაირად

(კონკურენტები: სეგერი, აბიდალი, სერხი)
ცენტრალური მცველები: პუიოლი და სეგარა, მარადიული კაპიტნები <3
(კონკურენტები: ბიოსკა, ზიგფრიდო

გრასია, ოლიველია და პიკე, გიყურებ მე შენ)
,,საყრდენი" ნახევარმცველი: გვარდიოლა - ჩემთვის მარადიული კაპიტნების კაპიტანი, მაინც ამას მოუსმენდნენ როცა ილაპარაკებდა ის ორი ზევით <3
(კონკურენტები: გენსანია, ბუსკეტსი)
,,შუა" ნახევარმცველი: ხავი - ყველა დროის კომპიუტერი-არქიტექტორი, სტილის შემქმნელი <3
(კონკურენტები: ამორი, გონსალვო III - მესამე, უფრო უმცროსია, უფრო მაგადი

)
,,შემტევი"

ნახევარმცველი: ლუის ენრიკე - რა ვქნა, ინიესტა იმსახურებს, მაგრამ ლუის ენრიკე ჩემი სისუსტეა. ინიესტაზე მეტად სამარცხვინოა ლუისიტო სუარესი რომ არ დგას

, მარა წავიდა, რა ვქნა. სუარესიდან შემოსული ფულის გარეშე კამპნოუ არ აშენდებოდა

(კონკურენტები: ლუისიტო სუარესი, ბაკერო, ინიესტა, შუსტერი)
გამთამაშებელი, 10 ნომერი ან ყველაფერი ერთადაკა თავისუფალი მხატვარი: მესი - ჯიბეში ჩაისვამს ყველა დიდს ერთად, სიმართლე სინათლეა
(კონკურენტები: კუბალა, კრუიფი, ლაუდრუპი, სამიტიერი)
ფლანგის თავდამსხმელი: ბასორა - ეეეჰ, ახლა ვინ იცის ვინ იყო ბასორა, ყველაზე მეტად აქ გამიჭირდა ამორჩევა, ფიგუ, რივალდო, რონალდინიო, ვაიმეჰ, მაგრამ როგორც ,,ჩისტა გარემარბი", უდაოდ ბასორა
(კონკურენტები: რონალდინიო, ფიგუ, რივალდო, რეშაკი)
ცენტრფორვარდი: სეზარ როდრიგესი - ჩვენი დი სტეფანო <3 არამარტო ცენტრ-ფორვარდი იყო
(კონკურენტები: ევარისტო, სტოიჩკოვი, რომარიო, ეტოო)
მწვრთნელი: გვარდიოლა უკონკურენტოა როგორც ვადგენ ისე შედგენით, მერე რა რომ კრუიფი მეტჯერ იყო

, ან ერერა/მიხელსი როგორც მწვრთნელები ათჯერ აღმატებულნი გვარდიოლაზე. ამათი ყველას გუნდები დაიქცა რასაც ქვია, გვარდიოლამ უფრო მყარი სისტემა შექმნა <3
This post has been edited by mystery) on 12 May 2013, 11:26