დღევანდელი ემდ-ს მთავარი სალაპარაკე რეინაა :დ
2 წლით გადმოიყვანენო და თან ახალგაზრდა მეკარის ძებნას დაიწყებენო მის შემდეგ კარში ჩასაყენებლად :დ
ლივერპული მზადაა 10 მლნ-დ გაყიდოსო
30 წლისაა და კონტრაქტი 2016-მდე აქვს
შემდეგ კი დე ხეაზე, ტერ შტეგენზე და გუაიტაზე ,,მოამზადებენ ნიადაგს", თუმცა გუაიტაზე მეტად ახლა 28 წლის ლორისი უნდათო :დ რადგან უფრო იაფია და მომავალი სეზონისთვის ვინ იცის იქნებ გადმოვიდესო
კიდევ ერთი ექს-ბარსა-სანტოსელი, მარინიო (74-75-ში მოიყვანა მიხელსმა) აცხადებს

ბარსა რომ ვიყო ნეიმარს ახლავე ვიყიდდი, მესის გავსო, პელეს ნიჭით არისო. ის კი მართალია დაცვაში არ ჩამოდის, ბრაზილიაში ფორვარდები ამას არ აკეთებნო, მაგრამ ადაპტაციას გაივლისო
ბარსა უკვე ელოდებაო ნეიმარის კონკრეტულ პასუხს, გადმოვა თუ არა წელს. თუ წელს არა (თან პერესს უნდაო :დ) სხვა ფორვარდი რომ ჭირდებათ უნდა დაიწყონ ძებნაო
პლატინიმ გავიგებო რომ მსაჯმა ვერ დაინახაო მიულერის ჯარიმა ალბაზე, მაგრამ როცა კიდევ 2 მსაჯია და ისინიც ვერ დაინახავენ, ნიშნავსო რომ არ მუშაობს ეს სისტემაო, სამი კაცის შეცდომა ნამეტანიაო :დ სხვა რამე არისო
ხვდება
აუ ემდ-ში რაები იწერება, გუნმა მიაღებინა ტრავმა მესის, რომ ეთამაშათ ნორმალურად პსჟ-სთან არ შემოვიდოდა და ბავარიასთან უკვე მზად იქნებოდაო (მეეჭვება, იქამდე მაინც ითამაშებდა სხვას და გაიჩალიჩებდა მგონია :დ)
მეორე ამბობს ზოგიერთი კრიტიკოსი სულ თავს გავიდაო :დ, ჯობია მაგათ ჯერ საკუთარი თავი აკრიტიკონ მერე სხვაო :დ
,,ტიტოს არ სურს ჰუმელსი" :დ დიდი სტატიაა
ტიაგო სილვა არისო მისთვის საუკეთესო
კომპანიც მოსწონს პიტოსო, მაგრამ სიტისთან არ აქვსო ბარსას მთლად კარგი ურთიერთობა
ხმები დაირხა სუბისარეტას სკამი შეერყაო, ზოგიერთ ჩინოვნიკს ეეჭვებაო მაგისი შესაძლებლობების თუ ფუნქციის :დ
სესკი 26 წლის ხდება ხვალ, ძალიან ნაწყენიაო სტვენაზე, გამოუჩნდა ისევ ძველი მსურველი - მილანი
სანჩესი მხოლოდ დარჩენაზე ფიქრობსო, მილიონიანი სახლი უყიდია კამპთან ახლოს
გვარდიოლა უკვე არგენტინაშია, 3 200 კაცის წინაშე ისაუბრა ,,მესი საუკეთესო მცველია" :დ მარცხენა მცველადაც მაგრად ითამაშEბდაო
პიტოსგან ბევრი გამეგოო მესიზე სანამ მის თამაშს ვნახავდიო
მადლობა მენოტი/ბიელსასო
ადრიანო გააგრძელებსო და ნეიმარს ელისო :დ
აბიდალი მზადაა, მესი ცალკე ვარჯიშობს 45 წუთის ,,სათამაშოდ", ვალდესსაც ტრავმა აქვს მესის შეუერთდა გუშინო
ბუსკეტსმა დაიწყო ვარჯიში მაგრამ არასრული, ხავისაც მცირე პრობლემები აქვს
კრუიფის დანიშვნიდან 25 წელი გავიდა, კლემენტე უნდოდა უმეტესობას მაგრამ ნუნიესმა თAვისი გაიტანაო
ბარსა გამპერზე ძირითადი შემადგენლობის აპირებსო ისევ, ბოლო დროს ვერ ახერხებდა და პრესტიჟი ეცემაო ტურნირის. მაგრამ ვერ გამოძებნეს ჯერჯერობით დრო როდის ჩაატარონ, ისრაელი-პალესტინა მშვიდობის თამაშია გამოკვეხილი უშნოდ
ლაპორტამ ლაითად გაილაშქრა პიტოზე და როსელები კი კაია თუ წავლენო :დ
ბარსას გუნდმა ვეტერანთა ჩემპიონატში დახურულ დარბაზში 6:12 წააგო ესპანიოლთან :დ
იგებდნენ თავიდან, მერე 6:9-მდე იბრძოდნენ, მარტინ პოსე თუ გახსოვთ, იმან ამოტენა და ხორდი ლარდინმა, ეს კაი ფეხბურთელები იყვნენ :დ
ბარსადან თამაშობენ რაიციგერი, ხერარდ ლოპესი, ლუკე და სხვა ნაკლებად ცნობილები, სანჩეს ხარა სიტყვაზე
მაურინიომ რაები ილაპარაკა ალბათ გაიგებთ, ვიტყვი მარტო ბარსა ბოლო 20/30 წლის საუკეთესო გუნდიაო

შეება მთელი ძალით ,,ცუდ მადრიდისტებს", ნერვებს უშლის, კასილასი უფრო ადრე უნდა ამომეგდოო (პირველი სეზონის შემდეგ) ასე გამოუვიდა (იცის რასაც ამბობს, შემთხვევით არ გამოსვლია :დ) დიეგო ლოპესზე და მისმა აგენტმა წასვლა უნდაო
ბოლოს ბეტისმა 98-ში მოუგო ბარსას, ბოგარდემ გაიტანა :დ, იმათგან ალფონსომ და ფინიდიმ, აუ მახსოვს, ქუდიც ხომ მიაწოდეს ამ თამაშში, სათადარიგოთა სკამთან ახლოს მივიდა თვითონ, თეთრი იყო ქუდი მგონი :დ, ვიცი ვიცი :დ სულ რომ ახურავდნენ, მაგრამ ეგ მომენტი დამამახსოვრდა კამპზე. ვან გაალი იყო აქეთ და არაგონესი იქით
ჰუმელსის ქალი სუბოტიჩის ქალიც არისო თუ რაღაც :დ, ამაზე მხოლოდ გვეცინებაო ჩვენ მეგობრებსო ჰუმელსმა
ვილიას 8 გოლი აქვს 8 თამაშში ბეტისთან, მაგრამ ბარსაში ამათთან არუთამაშია
ბარსამ პირველ წრეში 2 ქულა დაკარგა, მეორეში 14
ტიაგო სილვა 8 მლნ-ს სუფთა ხელფასს იღებს საფრანგეთში, ბარსა ამდენს არ მისცემს, 40%-ით მაინც უნდა შეიმციროს მადაო
ინიგო მარტინესი რეალსაც აინტერესებს
ბეტისთან 1:1 და ჩემპიონიბს დაკარგვისკენ უდიდესი ნაბიჯი ასევე 34-ტურში იყო :დ
ჩელსი/ბავარიამ მოიგონ და მომავალ სუპერთასზე პეპი ვს მაურინიო იქნება :დ