რუნეს პოსტიდან იგრძნობა, რომ მაგარი გაღიზიანებული იყო ამდენი მითქმა-მოთქმით მაგაზე.
არანაირ ნამიოკს არ ურტყავს რომ წავა, მაგრამ დარჩენაზეც არაფერ ამბობს. უბრალოდ ძალიან მაგრად მიაჯვა გაზეთებს.
მე უფრო იმხელა ბანერმა გამაკვირვა, გუშინ რომ გააკრეს ოლდ ტრაფორდზე და რუნი წინა პლანზე რომაა გამოსახული. თუ ყიდიან მთელ სტადიონზე ეგეთ ბანერს გამოჭიმავდნენ?
მოკლედ რავი, ცოტა იმედები მომეცა.
მოიესმა მაგრად უნდა იყოჩაღოს. გაიხსენონ ძველი დრო როგორ დააწყებინა დიდი ფეხბურთი და რამე

))
რაც შეეხება ფელაინის მე ყოველთვის მაგრად მინდოდა. რამდენჯერაც გვეთამაშა, იმდენჯერ გამოისვა ტრაკში ჩვენი ცენტრი და საერთოდ დაკვირვებული ვარ, გრანდებთან ყოველთვის უძლიერესია.
ვირი, ჯორცხენა, რომელსაც ვერავინ გაცდება ადვილად. მოიესი კი ათამაშებს ფორვარდის უკან, მაგრამ მაგისთვის სუფთა ნახევარმცველადაც თამაში არაა უცხო, რადგან ბევრჯერ აქვს მანდ ნათამაშები. რავი მე უფრო ისე მახსოვს, რომ იმენა წელს მიაჩვია მოიესმა თავდამსხმელის უკან თამაში ფელაინის. მეორე სართულზე N1 ია და საკმაოდ მოქნილი თავის გაბარიტებთან შედარებით. მაგრად გამისწორდება თუ წამოყვება მწვრთნელს. ეგ და კერიკი დააყენე ცენტრში, ჩემ ფეხებს გაივლის ვინმე მაგ ცენტრში ადვილად.
მარა თუ სხვა პოზიციაზე მოიაზრება რათქმაუნდა არ მინდა.
ნუ ბეინსიც გამისწორდებოდა, 3 წელი მაინც ითამაშებს მაღალ დონეზე +სტანდარტებს ასრულებს კარგად. ევრა ელემენტარულ სიტუაციაში პრიმიტიული მოძრაობით შეიძლება გააყლევოს მეტ ჯარვისის ტიპის ვინგერმა, ასე რომ...ფაბიო კიდევ ძაან ტრავმიანია და რავი არ მჯერა, რომ ეგ მაგარი ვინგბეკი დადგება ოდესმე.
საუკეთესო გოლი რათქმაუნდა პერსის მეორე გოლია ასტონ ვილასთან - ჯერ რუნის ასისტი და პერსის შესრულება - უძლიერესია, თან საჩემპიონო თამაშში. სეზონის საუკეთესო გოლიც უნდა გახდეს PL-ის.
მეორე გოლი სილამაზით რუნის გოლია ნორვიჩთან.
მესამე ქლევერლის ნიუკასლთან. ძაან მაგარია ეგეც, მაგრამ გაუვარდა უფრო.
მანჩესტერის ტვიტერი მაგრად გააქტიურდა ეს 2 დღეა. იქამდე ტყუილად ჰქონდათ...ერთადერთი გუნდი იყო, ვინც არ ხმარობდა საერთოდ.
This post has been edited by Woodmana on 11 May 2013, 07:48