ძალიან ცუდი მენეჯმენტი ყავს დორტმუნდს, მიუხედავად იმისა რო სულ იმას გაიძახიან კლუბი ღრმა კრიზისიდან ამოვიყვანეთო...
კლოპი რა შემადგენლობით რა შედეგს დებს და ტიპს კლუბის ბირთვს ვერ უნარჩუნებენ (ბევრი იტყვის ფეხბურთელები თავისით მიდიანო, მაგრამ კონტრაქტს ვერ უფორმებენ სათანადოს)
წავიდა კაგავა (მიზერული თანხის სანაცვლოდ), წავიდა შაჰინი (აქაც იგივეს თქმა შეიძლება), წავიდა გიოცე.. საუბრები არ წყდება ჰუმელსის, გიუნდოგანის, როისის წასვლაზე... ლევანდოვსკის საკითხი კი კარგა ხნის გადაწყვეტილია.
თავი დავანებოთ იმას, რომ კლუბმა საოცრად ცუდი შევსება მიიღო, შეიძლება მხითარიანი ნიჭიერია, მაგრამ ის ვერანაირად ვერ არის გიოცეს სათანადო შემცვლელი. ობემიანგიც რო ვერ არის მაღალი დონე ეგ იასნია და პაპადოპულოსიც ერთი ნორმალური მცველია... თუმცა კლუბის მთავარი პრობლემა იყო სკამის უქონლობა და შარშან დორტმუნდმა გაუშვა: ლაიტნერი, ბიტანკური, სანტანა, გიოცე, ოვომოიელა(ნუ ეს კარგა ხნის მკვდარია), პერიშიჩი, უფრო ადრე ლიოვე.. კი ვხედავთ დორტმუნდი რა რთულ მდგომარეობაშია, ავიღოთ ნაპოლის მაგალითი, რა აქტიურები არიან სატრანსფერო ბაზარზე, 1 რეველიერი დაიმატეს და ამ ზამთრის პაუზისას 3 ფეხბურთელის დამატებას აპირებენ კიდევ.
რავი კლუბმა მყარი კონტრაქტები უნდა დაუდოს ფეხბურთელებს, რათა კლოპმა შეძლოს და ბოლობოლო ჩამოაყალიბოს ბირთვი (ბოლო წლებში სულ უწევდა კლუბის თამაშის გადაწყობა შაჰინიდან გიუნდოგანზე, კაგავადან გიოცეზე და ა.შ.) და საჭიროა ტოპ ტრანსფერები : )
სხვაგვარად დორტმუნდი აიაქსს ემსგავსება... კარგ ფასებში მაინც ყიდდნენ ამ ფეხბურთელებს, სასაცილო თანხების სანაცვლოდ ყიდიან, როცა აგერ იგუაინი 40 მილიონად გაყიდეს, კავანი უფრო ძვირად, კალეხონიც საკმაო თანხად, ესენი კიდე ხურდებში ყიდიან, ტეხავს. მოკლედ კლოპ გენია ხარ და შენი იმედი მაქვს

იმედია კონტრაქტს რო ახანგრძლივებდა, რაიმე გარანტიები მიიღო ხელმძღვანელობისგან ტრანსფერებზე და კონტრაქტებზე..
This post has been edited by -Leo- on 13 Nov 2013, 00:06