ეიფორიამ გადამიარა და უფრო მეცოდება ახლა დორტმუნდი
რა გზა გაიარეს ფინალამდე და..
თან ვინ იცის კიდევ როდის გავლენ ფინალში
თუმცა ბაიერნი უფრო ცოდო იყო კიდევ ერთი წაგებისთვის
კლოპის დიდი იმედი მაქვს და ვაცკესი
ესენი ასე არ გაჩერდებიან, სტაბილური გრანდის შექმნაა აქ ჩაფიქრებული და მიაღწევენ კიდეც
ლევასნაირი და გიოცესნაირი რამდენი ###ც არ უნდა გამოერიოს
დარწმუნებული ვარ, კლოპი სწორ დასკვნებს გამოიტანს
სკამიც გაძლიერდება და უკვე ორივე ფრონტზე იბრძოლებს უმაღლესი მიზნებისთვის
მომავალ სეზონში ლიგის ამ სასწაულის გამეორება ძნელი იქნება, ახალი ფეხბურთელების შეთამაშება წაიღებს დროს, მარა ბუნდესლიგაში იმედია ბოლომდე დაუდგება ბორუსია გვარდიოლას ბაიერნს
მთავარია ახლა სწორი ტრანსფერები
ძირითადი შემადგენლობა არ დასუსტდეს, ანუ გიოცეს და ლევას სათანადო შემცვლელები + არავინ წავიდეს სხვა
და + სათადარიგოზე ღირსეული ხალხი
ეს სოკრატისის ამბავი მაინცდამაინც არ მომეწონა
კი კარგი მცველია, მრავალმხრივი, საკმაოდ სტაბილური და საკმაოდ მაღალი დონის
მაგრამ 9.5 მილიონი ძალიან, ძალიან მებევრება სკამის მცველში
იმედია, სანტანას 6 მილიონად მაინც გაყიდიან და სოკრატისი 4 მილიონი გამოუვათ, ვნახოთ
ისე სხვა მხრივ კი კაია, როცა სკამზე სოკრატისი გიზის, ყოველთვის შეიძლება ენდო
ახლა დე ბრუინი, ორი კარგი თავდამსხმელი, ერთი შემტევი (ეჰ ჰერმანი)
და ერთი ორი წვრილი ტრანსფერიც ...