3 დღე


Bild-ი გვთავაზობს ამონარიდებს წიგნიდან: ``გუარდიოლას ბიოგრაფია,`` რომლის გერმანული ვერსიაც გაყიდვაში გამოვა 24 მაისს, მისი ღირებულებაა 19,99 ევრო და 432 გვერდიანია.
შვაინშტაიგერი პეპის წამყვანი ფეხბურთელი იქნება და ის ბარსელონასგან არავის მოიყვანს.
დღეს: მისი ცხოვრება ნიუ იორკში - და ვისზე ააგებს ის ბაიერნში გუნდს.
``როდესაც ბარსელონაში ჩამოვედი, ვთქვი, რომ არ მივსულვარ მაისში ტიტულის მოგებაზე ფიქრით, არამედ მსურს მივიღო სიამოვნება და ვიზრუნო იმაზე, რომ ფეხბურთელებმა თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობები აჩვენონ მატჩების მოსაგებად. საუბარია იმაზე, რომ თამაშით სიამოვნება მიიღო და დატკბე.`` - პეპ გუარდიოლა.
მალე გუარდიოლა ისევ მწვრთნელის რანგში დაუბრუნდება საფეხბურთო სამყაროს.
ნიუ იორკში ერთ-ერთ ხეივანზე სეირნობისას პეპმა უცებ აღმოაჩინა, რომ ძალიან აკლდა ის შეგრძნება, რაც ბარსელონაში დაკარგა.
. . . ახლა ის აკვირდებოდა ბურთის მოძრაობას და ფიქრობს, თუ წამყვანი ფეხბურთელი წინა ხაზზე მეტ ზეწოლას განახორციელებს და შვაინშტაიგერი სიღრმიდან წამოვა, მაშინ, მაშინ . . .
ის არ ფიქრობდა ინიესტაზე, არც მესისე . . .
დიახ. შვაინშტაიგერი შეიძლება მის მომავალ გუნდში წამყვანი ფიგურა გახდეს.
გუარდიოლა სისტემატურად დადიოდა ცენტრალურ პარკში სასეირნოდ. სტუმრობდა ბროდვეის თეატრს, ხვდებოდა მეგობრებსა და ახლობლებს რესტორანში, დადიოდა მუზეუმებში და სხვადასხვა ღონისძიებებზე.
რატომ იყო ის ამერიკაში? ამ კითხვაზე თავად პასუხობს:
``სოციალური და კულტურული თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატები არასაფეხბურთო ქვეყანაა. სხვა სპორტის სახეობები უფროა განვითარებული, რომელიც ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ინტეგრირებულია. აქ მცხოვრები 14 მილიონი ადამიანი საკუთარი გზით მიდის, პირად ცხოვრებაზე ფიქრობს. ჩვენ ვცხოვრობთ აქ და ვსწავლობთ ცხოვრების ის სტილს, რასაც ეს ქვეყანა გვთავაზობს და ვტკბებით უამრავი რამით.``
გუარდიოლას ხშირად დაინახავდით NBA-ს კალათბურთელებთან, საჩოგბურთო ტურნირებზე. ქალაქში მეტროთი გადაადგილდება, ხშირად გადაადგილდებოდა ველოსიპედით. როდესაც კოლუმბიის უნიერსიტეტში კურსებზე დადიოდა, ხშირად იჯდა სხვა სტუდენტებთან ერთად კომპიუტერის ოთახში.
2012 წლის აგვისტოდან ის გერმანულს სწავლობს, დადიოდა ინგლისურის გაკვეთილებზე, რათა ენის ცოდნა კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა. თავისუფალ დროს კი გოლფის გაკვეთილებსაც იღებდა.
ნიუ იორკიდან იშვიათად მიდიოდა. ერთხელ, როდესაც ბარსელონაში გაფრინდა საშობაოდ.
როგორ შეიძლება ბარსელონას თამაშის მანერის გადატანა სხვა გუნდში? ამაზე გუარდიოლა ამბობს:
``ბარსელონას თამაშის სტილი ძალიან მარტივია: ბურთთან უნდა ითამაშო, ყველაფერი ბურთის ირგვლივ ხდება. ზოგი ამბობს, რომ ბარსას სისტემა ძალიან რთულია, სინამდვილეში კი მარტივია. ჩვენ გვაქვს ბურთი და გვსურს ვნახოთ, შეუძლია თუ არა მეტოქეს მისი წართმევა. ერთმანეთში შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად ვათამაშებთ და ვცდილობთ ამასობაში გოლი გავიტანოთ. ასე მასწავლეს მე თავიდანვე და ვცდილობ სხვებსაც ასე ვასწავლო, სადაც არ უნდა ვიყო . . . მომავალშიც ვეცდები გავაკეთო ისე, როგორც ფეხბურთელობის პერიოდში ვაკეთებდი, ან თუნდაც 5 წლის წინ, როდესაც მწვრთნელობა დავიწყე. შეძლებისდაგვარად ხშირი შეტევა, ბურთის მოპოვება და ვინმესთვის, ვისაც იგივე ფერის მაისური აცვია, გადაცემის გაკეთება. ``
ითამაშებს თუ არა პეპი მატყუარა ფორვარდით, თუ ეს მხოლოდ ტაქტიკური გამოსავალი იყო?
მიუნხენის ბაიერნში არიან ფლანგის შემტევი ფეხბურთელები, რომელთაც ერთი-ერთზე შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, არიან ასევე ფორვარდები გომესი, პიზარო და მანჯუკიჩი. ხშირია სპეკულაციები, ვინ წავა, ვინ დარჩება, ვინ მოერგება თუ ვერ მოერგება გუარდიოლას სტილს. ერთი რამ კი ნათელია: ბარსელონადან ბაიერნში არავინ გადმოვა.
bild.de
Katerina Bayern
დავასწარი