TBILISELIFCB
Mia San Mia

      
ჯგუფი: Members
წერილები: 15860
წევრი No.: 6684
რეგისტრ.: 4-October 04
|
#36548381 · 23 May 2013, 14:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
FC Bayern Geo Fans
ამ სამმა ადამიანმა უკვე დაწერა ჩემპიონთა ლიგაზე გერმანული ისტორია: 1997 წელს იუვენტუსთან დორტმუნდის 3:1 გამარჯვებისას ორი გოლი კარლ-ჰაინც რიდლემ გაიტანა, ოლივერ კანის გმირულმა მეკარეობამ ბაიერნს 2001 წელს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ორივე მოგებული გუნდის მწვრთნელი კი (დორტმუნდის 1997 წელს და ბაიერნის 2001 წელს) ოტმარ ჰიტცფელდი იყო.
Sport Bild-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს სამივე ერთად მოეწვიათ ინტერვიუზე.
ოლივერ კანი პირველი შემოვიდა ინტერვიუს ოთახში, სადაც ჩემპიონთა ლიგის თასი იდო: „აი, აქ არის ეს ნივთი!“ რიდლე: „ორიგინალი ბევრად დიდია.“
Sport Bild: - „UEFA-ს წესდების თანახმად ოფიციალური დუბლიკატიც კი რამდენიმე პროცენტით პატარა უნდა იყოს ორიგინალზე. რადგან სტუმრად ჩემპიონთა ლიგის სამი გამარჯვებული გვეწვია, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ თასიც უნდა ყოფილიყო. გთხოვთ, გადავიღოთ პირველი საერთო ფოტო თასთან, შუაში ბატონი ჰიტცფელდი დააყენეთ.“ ოტმარ ჰიტცფელდი: (იცინის) „მე შემიძლია თასს ორივე ხელით შევედო, ის ხომ ორჯერ მოვიგე.“
Sport Bild: - „თანაც ორივე დღევანდელ ფინალისტებთან ერთად: ბაიერნთან 2001 და დორტმუნდთან 1997 წლებში. არ დაკვირვებიხართ თქვენს კოლეგა კლოპს მალაგასთან როგორი იღბლიანი პალტო ეცვა?“ ჰიტცფელდი: - „იღბლიანი?„
Sport Bild: - ``დიახ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მოდური. არ გეცნობათ?“ ჰიტცფელდი: (შეიშმუშნა) – „ ნუ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ტანსაცმლის არჩევანი მივულოცოთ. ჩემთვის ასეთ პალტოს ყოველთვის ბედნიერება მოქონდა. მოდი ასე ვთქვათ, მე მას პალტო ვათხოვე . . . “
Sport Bild: - „სინამდვილეში 1997 წლის ისტორიასთან მართლაც არის პარალელები.“ რიდლე: - „ეს მართალია. 1995 და 1996 წლებში დორტმუნდი გახდა გერმანიის ჩემპიონი, 1997 წელს ამ ტიტულს ბაიერნი დაეუფლა, ბორუსიამ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მართლაც არის შანსი, რომ ეს ყველაფერი განმეორდეს. საოცარია!“ კანი: - „ისტორია ფაქტიურად ემთხვევა. და ბორუსიამ ჩემპიონთა ლიგა მიუნხენში ოლიმპია სტადიონზე მოიგო, მაშინ ჩვენც გვსურდა ტურნირის მოგება . . ."
Sport Bild: - „ბატონო კან, ფეხბურთელობის პერიოდში გჯეროდათ ფეხბურთის პრინციპების?“ კანი: - „ჩემს შემთხვევაში ასე იყო: ყოველ დიდ ფინალურ წარმატებას წინ უძღვოდა მარცხი. 1994 წელს კარლსრუესთან ერთად უეფას თასიდან გამოვვარდი ზალცბურგის წინააღმდეგ, 1996 წელს კი ეს თასი ბაიერნთან ერთად მოვიგე. 1999 წელს დავმარცხდით მანჩესტერთან და ორი წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.“
Sport Bild: - „მანჩესტერთან წამებში განცდილი გარდაცვალება დღემდე ყველა წაგების დედად მოიაზრება. შემდეგ ბაიერნმა გერმანიის თასის ფინალი წააგო ვერდერთან თერთმეტმეტრიანების სერიაში.“ კანი: - „დღემდე მახსოვს, როდესაც ბერლინში თასის ფინალზე მოედანზე ვიმყოფებოდი, სადღაც ტრანსში ვიყავი. მანჩესტერთან განცდილი მარცხის შემდეგ ძალიან რთული იყო კალაპოტში დარჩენა. მაგრამ აქვე აუცილებლად მინდა ვთქვა: 1999 წლის მოგონებები დღევანდელი გადასახედიდან სრულიად ნეგატიურად არ მეჩვენება. ჩემთვის პირადად ეს იყო მეგა-ემოციები, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდება და რომელთაც ვეღარასოდეს განვიცდი.“ ჰიტცფელდი: „ოლი, 1999 წლის უარყოფითი ემოცია შენში იმიტომაც აღარ არის, რომ 2001 წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ! 1999 წელი რომ შენი ბოლო ფინალი ყოფილიყო, მაშინ სხვანაირად იფიქრებდი.“
Sport Bild: - „ბატონო რიდლე, თქვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან მხოლოდ დადებით მოგონებები გექნებათ. ეს ალბათ თქვენი საყვარელი პერიოდია.“ რიდლე: - (იცინის) „დღემდე მახსოვს, ფინალში გამარჯვება 10 000 გერმანული მარკა დამიჯდა! როლექსის ძვირფასი საათი მქონდა (Rolex Daytona). ჩემს თანაგუნდელ პაულ ლამბერტს სურდა ასეთივე საათი, ვუთხარი, რომ ძნელად იშოვებოდა. სულ ამ საათზე დამდევდა, ერთხელ ისე გამანერვიულა, რომ დავპირდი, ფინალს თუ მოვიგებთ საათს გაჩუქებ თქო. იგივე სანაძლეო დადო პაულმა პაულო სოუზასთან და როდესაც ტურინის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ, პაული გასახდელში იდგა და ჩემი და პაულოს მისამართით ორივე ხელი გამოწვდილი ქონდა.“ ჰიტცფელდი: - „პაულზე ასეთ რამეს ვერ წამოვიდგენდი, ყოველთვის ისეთ მოკრძალებული ჩანდა. ასეთი შეუვალი თუ იყო, არ ვიცოდი.“
Sport Bild: - „ბატონო რიდლე, თქვენ მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგეთ. ამბობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონი მთელი ცხოვრება რჩები. ეს ტიტული უკვდავიაო. ასევეა ჩემპიონთა ლიგის მოგებისას? რიდლე: - „ჩემპიონთა ლიგის ტიტული უფრო მეტად არის ჩემს მოგონებებში. ალბათ იმიტომ, რომ ორი გოლი გავიტანე. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვიყავი ნაკრებთან ერთად, მაგრამ როდესაც ფინალში მოედანზე დგახარ, სულ სხვა რამეა.“
Sport Bild: - „ლამისა და შვაინშტაიგერის თაობა რამდენიმე წელია ამ ტიტულისკენ ილტვის. შეეძლებათ ამ ფეხბურთელებს 2010-სა და 2012-ის წაგების შემდეგ მესამე მარცხის გადატანა? კანი: - „ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა 2001 წელს რომ არ მოგვეგო. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელები დღეს ცოტა სხვანაირები არიან და გარკვეულ საკითხებთან უფრო დისტანცია უჭირავთ. მაგალითად: მანჩესტერ იუნაიტედის დრამის შემდეგ ღამით მარიო ბასლერი კარსტენ იანკერთან ერთად მაგიდაზე ცეკვავდა, მე კი აბსოლუტურად აპათიურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი . . . “ ჰიტცფელდი: - „მეც ზუსტად ასე ვიყავი. მაგ დროს მე უკვე ვიწექი. იქ რომ ვყოფილიყავი, ალბათ არ ვიცეკვებდი.“ (იცინის)
Sport Bild: - „შეუძლია თუ არა შვაინშტაიგერისნაირ ფეხბურთელს, რომელმაც 2012 წელს ასეთი შოკი მიიღო, შემდგომი მარცხის გადახარშვა?“ ჰიტცფელდი: - „შვაინშტაიგერსა და ლამს კიდევ ბევრი წელი შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში. პეპ გუარდიოლასთან ერთად აუცილებლად გავლენ ფინალში. მაღალი დონის სპორტსმენი ახერხებს წნეხთან გამკლავებას და ასეთი დამარცხებების გადატანას. ვფიქრობ, მესამე მარცხის ატანაც შეუძლიათ.“ კანი: - „ასეთი თამაშის მომხიბვლელობა უზომოდ დიდია - თუნდაც სანაკრებო მიზნით. ამ თაობას აქვს პოტენციალი იმისა, რომ მოიგოს ყველა ტიტული: იქნებ 2013-ის ტრიუმფის შემდეგ 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატიც ტრიუმფით ვიზეიმოთ.“
Sport Bild: - „ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება დორტმუნდისთვის ცოტა ადრე ხომ არ არის?“ რიდლე: „რა თქმა უნდა, არის საშიშროება, რომ ფეხბურთელები კლუბიდან წავლენ. ჰუმელსზე და ლევანდოვსკიზე სხვა კლუბები უკვე ნადირობენ. ვფიქრობ, ლევანდოვსკი გიოტცეს შემდეგ მეორე ვარსკვლავი იქნება, ვინც კლუბიდან წავა. მას ალბათ გაყიდიან. ამას თავიდან ვერ აიცილებენ: დორტმუნდს ჯერ არ აქვს ბაიერნის სტატუსი. მათ მოუწევთ ახალი გიოტცესა და ახალი ლევანდოვსკის პოვნა.“ კანი: - „ეს დიდი გამოწვევა იქნება! ასეთ ხარისხის ფეხბურთელებს ერთ წელში ვერ იპოვი. საფრთხე არის, რომ ასეთ მაღალი დონის ფაზაში მაღალი დონის ფეხბურთელები წავლენ. დორტმუნდისთვის ბევრად რთულია, რადგან ჯერ არ აქვს ის ხელწერა, რაც ბაიერნს, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები შეინარჩუნოს, ან შესაბამისი რეზერვი მოიყვანოს. იქნებ ნიშანი უნდა შეიცვალოს და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ან ხელშეკრულებაში არ დატოვონ ღია პუნქტები.“
Sport Bild: - „ბატონო ჰიტცფელდ, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ული ჰიონესთან თქვენს შესაძლო გადადგომას განიხილავდით. შეიძლება კლოპმაც იფიქროს ამაზე?“ ჰიტცფელდი: - „არა, ამის წარმოდგენა არ შემიძლია. მე მაშინ უფრო ასაკიანი ვიყავი, ვიდრე კლოპია, მანამდე სამი წელი ვიმუშავე ბაიერნში, ეს დიდი ენერგიის ფასად დამიჯდა. ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა სუნთქვა მიჭირდა, რომ საზღვარი უკვე მიღწეული იყო. მინდოდა ულისთან შემემოწმებინა, რა მოხდებოდა, თუ ჩვენ შემდეგში ვერ გავხდებოდით გერმანიის ჩემპიონები. იდგებოდა კლუბი ჩემს გვერდით და გამიმაგრებდა ზურგს? ამაზე ჰიონესს ველაპარაკე სეზონის ბოლო მგზავრობისას ამერიკაში. მინდოდა ულისგან მომესმინა: „ჩვენ მუდამ შენს გვერდით ვიდგებით.“ (იცინის) „ეს იმ პერიოდში ერთგვარი ტაქტიკა იყო.“
Sport Bild: - „იქნება მადრიდის რეალისნაირი კლუბი მიმზიდველი იურგენ კლოპისთვის?“ ჰიტცფელდი: - „კლოპი ალბათ ფიქრობს იმაზე, თუ რა მოლოდინია მისგან. მაგრამ ბუნდესლიგა შესანიშნავი მისამართია. ბაიერნს და დორტმუნდს ახალი „ელ კლასიკო“-ს შექმნა შეუძლიათ. ამ დუელს მთელი ევროპა დაუწყებს ყურებას. ვვარაუდობ, რომ მომავალ წლებში გერმანია მთელი ევროპული ფეხბურთის დომინანტი იქნება.“
Sport Bild: - „ბუნდესლიგაზე ბაიერნისა და დორტმუნდის ბოლო დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტი არ იყო, მაინც დაძაბული გამოდგა. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება უემბლიზე?“ ჰიტცფელდი: - „დაძაბული დუელები ფეხბურთის ნაწილია. ბევრი რამ მსაჯებზეც არის დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში გერმანიის ძალაუფლებაზეა საუბარი. თუ დორტმუნდი მოიგებს, ყველა მათზე ისაუბრებს - მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია. ორივე გუნდის ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები იქნებიდან, მაგრამ უხეში ჯარიმები და შეურაწყოფები დაუშვებელია.“
Sport Bild: - „შეკითხვა კანის მისამართით: ჰეიკო ჰერლიხისთვის კბენა, შტეფანისკენ გაწვდილი ფეხი . . . “ კანი: - „ნამდვილად არ ვიყავი მწუხარე და მშვიდი ბავშვი, მაგრამ ნაკრებში და ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი რამ არ მომსვლია. აქ მთელი მსოფლიო გიყურებს. დარწმუნებული ვარ, შეხვედრაში მსგავსი არაფერი მოხდება.“
Sport Bild: - „გუარდიოლას ადგილზე ტრიპელს ისურვებდით?“ ჰიტცფელდი: - „ტრიპელის შემდეგ გუნდის ჩაბარება პეპის დავალებას მართლაც გაურთულებს. მაგრამ მას შეუძლია ტრიპელი გაიმეოროს! შეუძლია იამაყოს ასეთი კლუბის ჩაბარებით. მას დახვდება შესანიშნავად მომუშავე გუნდი, რომელსაც უნდა მოერგოს და თავისი ფილოსოფია დაამკვიდროს. პეპს მიუნხენში საუკეთესო პირობები ექნება. გუარდიოლა ხომ არ არის ერთ ან ორ წელზე გათვლილი მწვრთნელი, ის ეპოქის მწვრთნელია.“
Sport Bild: - „რას ფიქრობთ კლოპის განცხადებაზე, რომ ბაიერნმა თამაშის სტილი მათგან გადაიღო?“ ჰიტცფელდი: - „რასაკვირველია, რიბერი და რობენი უფრო მეტს დარბიან, გადართვაზე თამაშიც უკეთესი გახდა. მაგრამ კლოპმაც შეცვალა თავისი ფეხბურთი: მან აქცენტები უფრო საერთაშორისო დონეზე გააკეთა, დაცვას მეტი ყურადღება მიაქცია, როგორც ამას ბაიერნი აკეთებს. მაშინ პირიქითაც შეგვიძლია ვთქვათ: რომ ეს დორტმუნდმა ბაიერნისგან გადაიღო . . . “
Sport Bild: - „რა გადაწყვეტს ფინალის ბედს?“ რიდლე: - „დორტმუნდის შეტევა ლევანდოვსკისთან ერთად ბევრად უკეთესია, ვიდრე ბაიერნის ყველა ფორვარდი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, შეძლებს თუ არა გიოტცე თამაშს. 1997 წელს ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო . . . “ ჰიტცფელდი: - „მახსოვს, ექიმები დღე და ღამე მუშაობდნენ რიდლეს ფორმაში დასაბრუნებლად. ფინალამდე ცოტა ხნით ადრე შეძლო ვარჯიშის დაწყება. მაგრამ მე ის ცივ წყალში ჩავაგდე. იგივეს ვურჩევ დორტმუნდს გიოტცესთან დაკავშირებით. ერთი თამაშის სათამაშოდ ვფიქრობ ძალა ეყოფა. ეს იგივეა, როდესაც შვებულების შემდეგ ბრუნდები და პირველ ვარჯიშს ატარებ. ზოგჯერ ყველაფერი თავისით მიდის.“ კანი: - „თანაც 14 დღეში ფიტნეს-ფორმას ვერ დაკარგავ.“
Sport Bild: - „ბატონო რიდლე, 1997 წელს თქვენ ფინალამდე სიზმარი ნახეთ . . . “ რიდლე: - „მართალია: ფინალის წინ დილის 4 საათზე გამეღვიძა, ოფლში ვიწურებოდი. მოვუბრუნდი ჩემს კოლეგა მარტინს, რომელთან ერთადაც ერთ ნომერში ვიმყოფებოდი და ვუთხარი: დამესიზმრა, რომ ორი გოლი გავიტანე. ასეთი რამ ადრე არასოდეს მომსვლია. მართლაც ახდა. დაუჯერებელია.“
Sport Bild: - „ბატონო კან, თქვენ 2001 წელს ლამის პირდაპირ ფინალზე ჩაგეძინათ თერთმეტმეტრიანების დაწყების წინ . . .“ კანი: - „მართალია. მინდოდა განტვირთვა მომეხდინა, რათა 120 დრამატული წუთის შემდეგ მხნედ ვყოფილიყავი.“
Sport Bild: - „თერთმეტმეტრიანების დროს რომელ მეკარეს უფრო მეტი შანსი აქვს, ნოიერს თუ ვაიდენფელერს?“ კანი: - „ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თერთმეტმეტრიანებში მე მაინც უფრო საშუალო დონის მეკარე ვიყავი.“ ჰიტცფელდი: - „2001 წელს ვიფიქრე: იმედია თერთმეტმეტრიანები არ იქნება - ის მაინც ვერცერთს ვერ მოიგერიებს.“ (იცინის) კანი: - „მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა თერთმეტმეტრიანების ღამის ცის მიმართულებით გასროლა დაიწყეს, ვიფიქრე: ნელ-ნელა უნდა დაიწყო და როგორმე მოახერხო, რომ ჯერ ერთი მაინც მოიგერიო. თან ბარათიც კი არ მქონდა, სადაც მწვრთნელის ასისტენტმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა მახასიათებლები ჩამოწერა. “ ჰიტცფელდი: - „ვალენსიას თერთმეტმეტრიანები საფუძვლიანად გვქონდა შესწავლილი. ყველა ფეხბურთელს კარგად ვიცნობდით ამ კუთხით . . . “ კანი: - „კი ვუსმენდი, რასაც მწვრთნელის თანამშემწე მიხსნიდა, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება ხომ შეუძლებელია. ამიტომ, მსურდა უფრო გამოცდილებას და ინტიუციას მივნდობოდი.“
Sport Bild: - „ბატონო ჰიტცფელდ, თქვენ 2013 წლის ფინალის წაგებაზე საუბრისას ფატალურ შედეგებს გაუსვით ხაზი.“ ჰიტცფელდი: - „ასეთი მარცხის შემდეგ ევროპაში ბაიერნის მიერ ძალაუფლების ჩაბარებაზე ამ სეზონზე უკვე ვეღარ ისაუბრებ.“ კანი: - „1999 წელსაც იგივე იყო. მანჩესტერ იუნაიტედთან წაგების შემდეგ თავიდან ვერ შევძლელი ჩემპიონატზე თამაში.“ რიდლე: - „ბაიერნისთვის წაგება ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება. ბარსელონასთან მარცხი შეიძლება ეპატიებინათ მათთვის, მაგრამ დორტმუნდთან არა . . . “ ჰიტცფელდი: - „და გერმანია გაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ეს ბაიერნისთვის ჩვეული სიტუაცია არ არის!“
Sport Bild, 22.05.2013-ის გამოცემა
Katerina Bayern.
This post has been edited by TBILISELIFCB on 23 May 2013, 15:18
--------------------
¤*¨¨*¤.¸¸...¸.¤\ \¸ ♥ FC Bayern ♥\ .\¸.¤*¨¨*¤.¸¸.¸.¤* .\ ☻/ /▌ / \ ╔══╗ ╚╗╔╝ ╔╝(¯`v´¯) ╚══`. ¸FC BAYERN MÜNCHEN
|