გთავაზობთ საინტერესო ვიდეოს ერთ-ერთი ქვეყნის ჩემპიონატიდან, რომელის მატჩშიც მსაჯმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.
შეტევაში მყოფი გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში ძელიდან ასხლეტილი ბურთი მიიღო, რის შემდეგაც მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში წაიქცა და ბურთი დამალა, რაც მოგეხსენებათ, საფეხბურთო წესებს ეწინააღმდეგება. მცველებმა, იმის გამო, რომ მეტოქეს ბურთი ვერ წაართვეს, გაღიზიანდნენ და შიგადაშიგ ფეხები მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელსაც დაარტყეს.
წინა მომენტი, როცა ფეხბურთელმა ბურთი დამალა, რატომღაც მსაჯმა რეაგირების გარეშე დატოვა, ხოლო “ფიზიკური შეხების” შემხედვარემ ჩასტვინა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
This post has been edited by Alix on 22 May 2013, 22:11