ტაკს ეხლა დავწერ ყველაფერს:
მოკლედ დავიწყოთ იქიდან, რომ რა გუნდებიც არ მოვიდნენ და ვისი ჰეგემონიაც არ უნდა დამყარდეს, ეს თამაში არის ბრაზილიელების თამაში. შეიძლება რაღაცა ტაქტიკებით და სხვა და სხვა ჩანაფიქრებით გვჯობდნიდნენ, სხვა და სხვა დროს ვიღაცები, მაგრამ ნამდვილი ფეხბურთის თამაშით რო ვერ აჯობებენ ამათ ვიცი. ყველამ კარგად უნდა იცოდეს რომ ნამდვილი ფეხბურთის ყველაზე ნამდვილი მოთამაშე იყო, არის და იქნება ბრაზილია, ვისაც რა დროება არ უნდა ედგეს.
ეხლა პო სუშისტვუ:
მე იტალიის თამაშის მერე ვთქვი, რომ ესპანეთთან გაცილებით უკეთ გამოგვივიდოდა თავდაცვა. იქ ბალოტელი გვიქმნიდა აშკარად პრობლემებს თავისი ფიზიკური მონაცემების წყალობით. ამათ კიდე ეგეთი იგროკი არ ყავთ და ზონურ დაცვაში ჩვენები შეცდომებს არ დაუშვებენთქო. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ესპანეთი გოლს ვერ გაიტანდა. მთავარ კითხვად მრჩებოდა, ჩვენების შეტევა რას იზამდა და აქაც რაც დავწერე თამაშამდე ზუსტად ისე გააკეთა ყველაფერი Fელიპაუმ და გაამართლა.
განწყობა: ძალიან მომეწონა იდეა ჰიმნის დასკვნით ნაწილში მუსიკის გამორთვის შესახებ, მაგრა დაიმუხტა ყველა და მარაკანა, ეს რაღაც საოცრება იყო. თან კარგ ნაუშნიკებში ვუსმენდი და საოცარი მხარდაჭერა იყო, მე თვითონაც ისე დამმუხტა რო ძლივს ვჩერდებოდი ერთ ადგილზე. არ არსებობს დედამიწაზე ამაზე საოცარი სტადიონი მეორე

მოტივაცია იყო საოცარი პირველიდან ბოლო წუთამდე, მობილიზება არანაკლები. და პირადად მე დედაზე დავიგინები, რომ აი ესეთ ხოდზე მყოფ ბრაზილიას მარაკანაზე დედამიწის ზურგზე ვერც ერთი გუნდი ვერ აჯობებს, დაჟე ძველი დროიდანაც რო გადმოიყვანო გუნდები. ამიტომაც დარწმუნებული ვარ რომ გაისად თუ ფინალამდე მივედით, ფინალში ვერაფერი ვერ გააჩერებს ამ გუნდს!
მეკარე: ჟულიონე

მეკარეობას რომ თავი დავანებოთ არაამქვეყნიური მუხტია ეს ადამიანი, აი ნაღდი ბრაზილიური მარაკანასაეული ტემპერამენტით, სულ ამ სატდიონზე უნდა თამაშობდეს ეს. ბოლო წუთებზე ორი უმხეცესი ბურთი აიღო და მიუხედავად იმისა რიმ საქმე ბევრი არ ქონია, მაინც აჩვენა რომ ისევ დიდი ყვერები აქვს. პენალი ასი პროცენტით მაგის დამსახურებაა, იმას თავი დავანებოთ რომ იღებდა ბურთს, ერთ-ერთ გამეორებაზე მარტო რამოსის სახეს აჩვენებდნენ, ხოდა ეგ სეზარის მოძრაობას ელოდებოდა იმის მიხედვით დარტყმას, ეს შართლახი კიდე ადგილიდან არ დაიძრა მანამ სანამ ეს უკვე ფეხს არ იქნევდა, ამან დააბნია და კუთხხის არცევის გადაწყვეტილება ფაქტიურად ბოლო წამს მიიღო, რაც 10-დან 9 შემთხვევში ვერგატანით მთავრდება. არ ვიცი სტატისტიკა ზუტად მაგრამ მინიმუმ 80 პროცენტი პენლის დროს ჟულიონე კუთხეს იცნობს...
დაცვა: მხეცი, ჩემი აზრით უდავოდ ნამბერ 1 დაცვა მსოფლიოში. მოკლედ ამ ტურნირზე საბოლოოდ დავწრმუნდი, რომ საუბარი იმაზე ლუიზი ჯობია თუ სილვა არის აბსურდი, ისევე როგორც იმის განხილვა, სხვა დუეტი ჯობია დაცვაში თუ ეს. ეს ორი ადამიანი არის პლიუსი და მინუსი, ცეცხლი და წყალი

რომლებიც ერთამენთს ავსებენ, ყველგან და ყველაფერში. ლუიზი არის ფეთქებადი, ემოციური, ხისტი და საოცრად რისკიანი, ამასთაავე ეფექტური. აი სილვა კიდე არის სიმშვიდე, თავდაჯერებულობა, ელეგანტურობა და კლასი ერთად აღებბული. ასეთი ტიპის ორი განსხვავებული პერონაჟი დაცვაში ნესტა-კანავარო იყო მარტო. ერთი ყველაფერზე წამსვლელი გიჟი და მეორე გონიერი და ელეგანტური გენიოსი. ამიტომ დაცვის ტტანდემის განხილვა წარსულს უნდა ჩაბარდეს, დანტე ძალიან კარგია, მაგრამ დანტე სილვასავით მშვიდია და ტიაგოს რომ ვერავინ ამოაგდებს ცხადია.
ნუ ფლანგებზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. თუმცა ერთს დავამატებ, როგორც მცველი დანი ალვეში საოცრად დაიხვეწა, ფაქტიურად უშეცდომო გახდა, თუმცა შეტევაში მოუკლო (ადრე პირიქით იყო), მე სიმართლე გითხრათ ეს რასკლადი უფრო მომწონს, შეტევაში არ გვიჭირს მით უმეტეს მარსელო არის სამაგიეროდ შეტევაში საოცრად კარგი.
ნახევარდაცვა: ამ რგოლის შესამოწმებლად ყველაზე ძალიან მინდოდა ესპანეთთან თამაში და ათიანზე გაართვეს თავი. პაულინიომაც და გუსტავომაც. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ზონაა მსოფლიოში. ძაან გაუჭირდება სანდროს რომელიმეს ამოგდება, ერნანეში კიდე მომკალით და მე ოსკარის მაგვრად მესახება და არა რომელიმე ამათგანის. ასეთი მძლავრი და ხისტი საყრდენების დაშლა არ იქნება. არადა ერნაც მენანება ტო ზამენისთვის, ძალიან მაგარია.
ფრედი: ესეთ ფორმაში თუ იქნა ფრედი მსოფლიოზე მე მგონი ვერ ამოაგდებს, ამას დამიაო, მიუხედავად ჩემი მისდამი დამოკიდებულებისა. თუმცა ძალიან მაგარია როცა იცი, რომ ერთი ტარანნი ფორვარდი კიდე გყავს რეზერვში.
ჰულკი: ძაან მაგრა ითამაშა გუშინ ჰულკმა, აი მართლა ძალიან მაგრად და რაც მთავარია მაგის ჯანი ისე გამოგვადგა რო არ ვიცი. მისკენ წასულ მაღალ თუ დაბალ ბურთს ყველაფერს მარტივად უგებდა ალბას, მაგრად დაჩაგრა და უკანაც მაგრა ეხმარებოდა დანის.
და ბოლოსთვის მოვიტოვე ნეიმარი. მე ვთვლი რომ ნაკრებში საუკეთესო თამაში ჩაატარა, გარდა იმისა რომ გაუჩერებელი იყო შეტევაში, ფუტკარივით შრომობდა უკან და პრესინგის დროს, არც ერთი წამი არ შეუსვენია. არ შეიძლება არ დააფასო ადამიანი, რომელსაც ახელა ნიჭი აქვს და ასე შრომობს და იბრძვის მოედნის თითეულ მონაკვეთზე. და საერთოდ თავი რომ დავანებოთ, არააქმეყვნიურ გოლს, პირველ ტაიმში საოცარ პასს ფრედზე (კასიიასმა რო აუღო), მეორე ტაიმში კიდე ჰულკზე, მხეც დრიბლინგებს, მარტო მესამე გოლის დროს ფრედისთვის გატარებული ბურთი არის, ის რისთვისაც მიყვარს ეს თამაში, ეს არის ჰაი კლასის იქით უკვე. ამაზე მეტ კლასს ადამის მოდგმა ამ სპორტში ვერ გამოავლენს. მოკლედ გუშინ მართლა ნეიმარავილიოზო იყო იუტუბის ლომი
მოკლედ მთლიანობაში ვიტყვი იმას, რომ ხისტ პრესინგს რომ თავი დავანებოთ, ტიკი ტაკაშიც და ბურთის ნაღდ გორაობაშიც აჯობეს ერთი თავით, რამდენი ქუსლით პასი გავიდა და რამდენი მომენტი შეიქმნა ეგეთი გორაობისას ქუსლებით პასებში. განსაკუთრებით მახსენდება ოსკარის მომენტი სადღაც მერვე წუთზე და მარსელო რო შევიდა მარცხნიდან უკვე მეორე ტაიმში. კიდევ გოლზეც იყო ქსლით პასი. საოცრება იყო, ეს იყო ნამდვილი ბრაზილიური ფეხბურთის ნამდვილი ზეიმი.
და Fელიპაუ: ვთქვი მე ეს კაცი შებერტყილი და შენძრეულიათქო. ყველაზე მეტად იმას ვურთხოდი, ესპანეთმა იგივე არ ქნას, რაც იტალიასთან ევროს ფინალშითქო და აქეთ არ გაუკეთა პირიქით, ანუ პირველი წუთებიდანვე გაპრესვა და სწრაფ გოლზე აქცენტი. პირველი 15 ოცი წუთი საოცარი პრესინგი გაუმართეს და შეჭამეს დაჟე გოლის მერეც, ფრაც იმას ნიშნავს, რომ დავალება იყო ეგეთი, ანუ სწრაფ გოლზე იყო აქცენტი. იმიტომ რომ ესპანეთი სწრაფ გოლს იშვიათად უშვებს და საერთოდ იშვიათად უწევს გათანაბრება, დიდი მასტერი თამაშების შემოტრიალების არ არის და აქ დაარტყა ზუსტად სკოლარიმ. დააჭირა მაზოლზე ფეხი. მეოცე ოცდამეხუთედან უკვე დაიწყეს უფრო უკან დახევა და ამოსუნთქვა, ბურთიც დაუთმეს საკაიFოდ ესპანეთს და უფრო კონტრებზე გადავიდნენ. სწორი ტაქტიკა და სწორი არჩევანი იყო. და ვაბშე მაგარია ეს კაცი. გუშინ ვიჯექი და ვფიქრობდი, ნუთუ ეს ის გუნდია შარშან მანო მენეზეში რო ათამაშებდათქო და პასუხი არ მქონდა. მეტის დამატება ამაზე ზედმეტია, ყველა ვხედავთ მე მგონი შედეგს და აღარაა საჭირო დიდი ზვიად ძიძიგურის ლეგენდარული სიტყვების გამეორება, ისედაც ყველ ვხვდებით, რომ ასეა.
ჰიმნი რომ მორცა გავიფიქრე, რომ ისეთ დუხზე არიან მე მგონი დიდ შოტს დადებენთქო და ისე აგიხდათ ყველაფერი
შემაჯამებლად იმას ვიტყვი, რომ ამ ტურნირზე გაარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის. აი ნახავთ რომ დღეიდან ეს უკვე სხვა გუნდი იქნება, სხვა თავდაჯერებულობით კლასით და ყველაფრით, გამოცდილება აკლიაო ვიძახდით ხო? ჩათვალეთ, რომ გუშინდელი თამაში იყო გამოცდილების მიღება, საოცრად დიდის. ამ გუნდმა იცის, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდის გაფარჩაკებაც შეუძლია, თუ კი მობილიზებას მოახდენენ სათანადოდ. სამუნდიალოდ კიდე იმას ვიტყვი, რომ ამ გუნდს უფრო იტალიასთან გაუჭირდება და გერმანიასთან ყველაზე მეტად, შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ დაჟე ჰოლანდიასთან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოზე ეს კამანდა ესპანეთთან და არგენტინასთან არ წააგებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი უკანასკნელი მგონია მომავალი ჩემპიონატის მთავარი ორი ფავორიტი.
სამმაგად სასიამოვნოა, როცა გაიხსენებ ჩვენი საყვარელი თანაფორუმელების დამოკიდებულებას ბრაზილიისადმი. ნუ ზოგიერთი ეხლაც რო არ იშლის თავისას, სულაც არ მიკვირს
რა თქმა უნდა გუშინდელი თამაში არ ნიშნავს, რომ უეჭველი ჩემპიონები ვართ და ესპანეთის ეპოქა დასრულდა, მაგრამ სულ ცოტა მთელმა მსოფლიომ რომ დაინახა, ბრაზილიის ბრაზილიობა მე მგონი ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს და კიდე სამასჯერ აღარ გვკითხავენ, ეს ბრაზილია რა პონტში მოგწონთო.
პ.ს. ისე არ მეგონა ამ ტურნირზევე თუ ესეთ თამაშს აჩვენებდნენ. ანუ გუშინდელ თამაშამდე სადღაც 80-85 % დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში, მაგრამ ესეთ ფეიერვერკს არ ველოდი.
მოკლედ გილოცავთ ყველას და იმედია მომავალ წელს მარაკანაზე, ფინალში ასეთ თამაშს ვიხილავთ ჩვენი საყვარელი გუნდისგან, Fორსა ბრაზიუ!
მოსატყნავი მოიტყნა, ორი წელია ლიგაზე ტიპი თავზე იჯვამს, გუნდს აჯვამს, ფანებსს აჯვამს, ქვეყანას აჯვამს, შექსპირი ტრაკში გამოისვა, magna charta ###ზე შემოიხვია, დედოფალს ჩაიში ჩაუფურთხა, ადმირალ ნელსონს ამოჩიჩქნილ თვალში ჩახედა, ბიტლებს კონცერტზე კვერცხი ესროლა და მომკითხავი არავინ არის © r-evolution