mystery)რაღა კვერი შევყევი კითხვას და დამეწვა მგონი

მოკლედ დავწერ მეც რაღაცას, კი მითქვამს ადრე მაგრამ გუშინდელ თამაშში კიდე გამოჩნდა ეგ ამბავი და გავნმეორდები
ორი რუსეთი არსებობსო ხო ამბობდნენ და გვჯეროდა ჩვენც. ვაი რომ შევცდით.
მაგრამ თავს დავდებ რომ ბრაზილია მართლა ორია.
ერთია ისეთი ბრაზილია რასაც ტურისტი ხედავს. შიშველი გოგოები, კარნავალი, სამბა, პლაჟი მზე და დამოკიდებულება ცხოვრება ზეიმია.
და მოერე ბრაზილია სადაც პოლიცია შუა ქალაქში რაღაც უბნებში ვერ შედის და სადაც შეიძლება 2 რელისთვის ყელი გამოგჭრან. აქ ცხოვრება ომია და ყოველ წუთას უნდა იბრძოლო რო გადარჩე.
თუ ერთის დანახვა გინდა მარტო და მოერეს თვალს არიდებ ესე იგი ბრაზილია ვერ გაგიგია.
ბრაზილია არის ცხოვრება ზეიმია და ცხოვრება ომია და ეს ორი რაღაც როგორ იხლართება ერთმანეთში.
ხოდა ფეხბურთიც ეგეთ აქვთ.
და ყოველთვის ორი სახის ნაკრების გამოყვანა შეუძლიათ.
მელო და პეპეც ბარზილიელები არიან და სოკრატესი და გარინჩაც
82-ში პრაგამტულ ნაკრებს რომელიც უფრო შორს წავიდოდა გგონიათ ვერ გამოიყვანდა სანტანა.
ამ 94-ში უფრო ფეირეული ნაკრები ვერ იქნებოდა პერეირას რომ ამის სურვილი ქონოდა.
იქნებოდა.
მაგრამ არჩევნის საქმეა.
94-ში და 2010-ში ბრაზილიელბმა ბრძოლა აირჩიეს.
82-ში, 98-ში და 2006-ში ზეიმი.
78-ში საერთოდ ძალიან ფილოსოფიურად მოუდგნენ ყველაფერს და მაგან დაღუპათ.
მაგრამ ეგ წარსულია.
აწმყო კი ის არის რომ გართულდა ყველაფერი.
თამაში ბევრმა ისწავლა. მათ დიდი ფული, კეთილმოწყობილი ბაზები და ბევრი ვიტამინი აქვთ.
დაატყობენ ვიღაცას ნიჭს და ზრდიან 10-12 წელი. მერე ყველანი ევროპაში იყრიან თავს სადაც სულ სხვანირი ფეხბურთია.
იქ არავის აინტერესებს რომ შენ ფინტის დროს ორგაზმი მიიღო. იქ ორგაზმის მიღწევის უმოკლესი გზა მოგებაზე გადის.
დაავიწყდათ რომ ფეხბურთი თამაშია.
თამაშს კი იმიტომ თამაშობს ხალხი რო გაერთოს.
მაგრამ სადაც დიდი ფულია შედეგიაც მნიშვნელოვანია. მარტო სანახოაბა არ კმარა.
აქედან დასკვნა.
82-ში რომ ნაკრები სანახაობა კინაღამ გახდა ჩემპიონი მაგრამ ეგ აღარ განმოერდაბა ისევე როგორც ის ფანტასტიკური გუნდი.
ცდი მაგას და ისე ჩაფლავდები როგორც 2006 წელს.
პრაგმატულს უნდა მიაწვე ისევ.
94 ხო გამოიღო შედეგი და რომ არა მელო/ჟულიანოს აჭრა დიდი შანსი იყო 3 წლის წინაც გამოეღო.
მაგრამ ეგ რაღა ბრაზილიური ფეხბურთია.
კი არი რაღაც, რომარიო თუ არა ერთი რობინიო მაინც არის ხოლმე გუნდში მაგრამ არაა საკმარისი.
ხოდა ეხლა თუ უნდა სელესოას დადოს შედეგი უნდა გახდეს ისეთი როგორიცაა თავად ბრაზილია.
ანუ დაემსგავსოს საკუთარ თავს.
სპრაიტის რეკლამის პონტში
მოკლედ რო ვთქვათ უნდა იბრძოლოს საზეიმო განწყობით.
ბრძოლა, უხეშობის ზღვარზე თამაში, უხეშობაც და ამავე დროს უცებ ქუსლით პასი ან თავზე გადაგდებული ბურთი.
სიმულაცია, დროის ტაქტიკური გაყვანა, ტაქტიკური ფოლები და ამავე დროს იმის მცდელობა კასილასს, რომელიც ორი მეტრით წინ არის მარტო გამოსული თავზე ბურთი გადაუგდო როცა სამი კაცი გეხსნება.
ეგაა იმჰო ჩვენი თამაში და მე ეგ მევასება.
და ვისაც არ ევასება, აი ჩემ ფეხებს უყურონ ჩვენ 5 მსოფლიო თასს.
ჩვენ ეხლა თუ დავდებთ შედეგს ესე დავდებთ.
განა იმიტომ რომ სოკრეტესი აღარ დაიბადება. დაიბადება მაგრამ ამოყოფს სადღაც კიევის დინამოში თავს.
მერე რომც დაბრუნდეს უკან უკვე ეს ის თამრო აღარ არის
ან დაიწყებს მსოფლიო პრესის კითხვას სადაც მის ზედმეტად თეატრალურ სტილს აკრიტიკებენ და მაინც ის თამრო აღარ არის.
ან მოხვდება მაურინიოსობრაზნისთან და მოკლედ რა.
ცალკეული ჟოგადორები გვეყოლებიან 82 წლის ნაკრები არასდროს.
ამიტომ ნუღა მივტირით წარსულს. რონალდო, რივალდო და რომარიო დაბერდნენ.
გარინჩა და ლეონიდასი საერთოთ ესტადიო ბლესსედ სოულზე აგორებენ ბურთს.
ბრაზილიის მიწაზე ის უნდა იყო რაც ხარ.
გუშინ სელესაო ის იყო რაც ბრაზილიაა.
და გაბრდღვნეს ესპანეთი. განა იმიტომ რომ ესპანეთმა თამაში ვერ იპოვა.
არამედ იმიტომ რომ შეუძლებელია აჯობო კაცს მაშინ როცა თავის გენეტიკურ კოდს 90 წუთის მანძილზე დებს მოედანზე.
იმედია ეს ერთი წლის მერეც ესე მოხდება.
This post has been edited by babaiaro on 1 Jul 2013, 16:52