თქვენი არ ვიცი და მე გუშინდელი თამაში ყველაზე მეტად მომეწონა რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მინახავს სელესაოს შესრულებით.
იყო რაღაც დადებითი მომენტები.
რაც გვაკლია არის ინდივიდუალრი ოსტატობა.
უნდა მოუმატოს ვინმემ.
პოტენციას სამ კაცში ვხედავ:
ნეიმარში (იყენებს თავისი შესაძლებლობების 40%)
ლუკასში (50%)
ლეანდრო დამიაოში (60%).
ამ სამი კაციდან ერთი მაინც რო გაიხსნას ყველა დრიოს საუკეთესო ნაკრებზე არაფერს ვიტყვი და ისეთი გუნდი გახდება ნებისმიერ გუნდს რომ მოუგებს სახლში.
ეხლა ინგლისი და ლუზერები არ გამაგონოთ. ვინ თუ არა მაგათ იციან ესეთი თამაშების ფასი და იქ არავის ამხანაგური თამაშის განწყობა არ ქონია. ითამაშეს შედეგზე და მიაღწიეს.
იმ ფეხბურთელის დედა ვატირე მარაკანაზე რომ ბოლომდე არ დაიხარჯება ამხანაგურიაო.
ხოდა ეს იყო ინგლისი იმ პოტენციალით და ტრაკით რაც მათ დღეს აქვთ.
გინდ ისე ამოატრიალეთ გინდ ასე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
ამ საუკეთესო გუნდთან იყო მონაკვეთები როცა ბრაზილია იყო ძალიან კარგი.
ხოდა თუ მონაკვეთებში შეუძლიათ ესე 1 წელიწადში მიღწევადია ის რომ მთელი თამაში ესეთ დონეზე გაქაჩონ.
ასე რომ პესიმიზმი მორიგ თამაშამდე აღარ დამანახოთ ამ თემაში