განვავრცობ ავგუსტოს აზრს

საქმე იმაში კი არის რომ ვითარსებოდით კონფედერაციის მოგების მერე, უბრალოდ მომდევნო წელს იცვლებოდა ხოლმე რაღაც რაღაცეები და ვერ მოგებული მსოფლიოები მაგის ბრალია.
მივყვეთ პო ხრონოლოგიჩესკი

97 კონფედერაცია გვყავდა რომარიო
98 მსოფლიო ფაფუ რომარიო.
თუ ვერ მოვიგეთ მსოფლიო მაგის ბრალია და ზიდანის. მერე როგორ გინდა ის კონფედერაცია არ მოგეგო. წესიერი კონკურენტი არ გვყავდა ყველაზე ძლიერი გუნდი იყო ჩეხეთი.
ავსტრალია კიდე ფინალში გავიდა.
უარყოფითი როლი კი ითამაშა. ჟულიო ბაინომ განიმტკიცა ძირითადში ადგილი მაგ ტურნირის მერე. თუმცა მაშინ ცენტრალური კარგი მცველები მართლა არ გვყავდა და თუ იყვნენ მე არ ვიცი.
99
ვერ მოვიეგთ მსოფლიომდე შორია და თან ოლიმპიური გუნდით ვიყავით. თუმცა რაც იქ ზოგიერთ გუნდს დავმართეთ დღემდე მისწორდება.
2001
ვერ მოვიგეთ.
ოღონს ის გუნდი არ იყო ბრაზილიის ნაკრები. იყვნენ უბრალოთ ბრაზილელი ფეხბურთელები რომლებიც რატომღაც ლეოამ წაიყვანა სათამაშოდ.
ასე მაგალითად დღევანდელი სანტოსის მცველი ლეო იყო მაშინ კარლოსის ადგილზე

შეტავაში კიდე ვინმე ვაშინგტონი. ელბერი და ჟარდელი სახლში იჯდნენ.
ან საერთოდ ჯგუფიდან როგორ გავიდნენ ან ფრანგებთან როგორ არ შერცხვნენ ეგაც მიკვირს მე.
2003
ეს მსოფლიოს წინა წელი არაა მაგრამ მაინც კონფედერაცია.
ტურნირზე ბრაზილამ დაისახა ერთადერთი მიზანი.
გაექაჩა და ფასი აეწია რონალდინიოსა და ადრიანოსთვის.
მისია წარმატებით შესრულდა.
რა თქმა უნდა ტურნირის მოგებასთან შეუთავსებელი იყო ეს ყველაფერი.
2005
რონალდინიო, ადრიანო და კაკა დაფრინავდნენ. შესაბამისად კაი სტილში მოვიგეთ.
თითქოს იგივე სასტავი მსოფლიოზე მაგრამ რონალდიონოს უმძიმესი სეზონი ქონდა ბარსაში მუნდიალის წინ და ვეღარ აღიდგინა ფორმა.
ადრიანო ერთ წელიწადში უცებ გამძრდა.
კაკაც იყო რა.
იქ მიღებული მაგალითები კიდე პერეირამ ვერ გამოიყენა.
შეიძლება ზუსტად იგივე სასტავით რო ეთამაშა მსოფლიოზე რაც კონფედერაციაზე უკეთესი შედეგი დაედო.
2009 წელი.
გამოჩნდა რომ ანდრეს სანტოსი ### იყო.
შესაბმაისად მოიძებნა ბასტოსი. ეს კარგი იყო.
მარსელოს წაყვანა რომ კარგი იქნებოდა გამოჩნდა. არც ეს ქნა.
მოკლედ რაც იქ იაღლიშები იყო დაინახა ყველამ კარგათ და რომ გაეთვალისწინებინა დუნგიტოს კარგი იქნებოდა.
ვაი რომ არ გაითვალისწინა.
2013 ანუ აწმყო

აქ გამოჩნდება ვის რისი ტრაკი აქვს.
ცუდია რომ დამიაო არ თამაშობს.
სკოლარის შეუძლია შეცდომებზე სწორი დასკვნების გაკეთება.
მოგება კი ისე გვინდა როგორც არასდროს, იმიტომ რომ ერთხელ ბრაზილიაში სირცხვილი უკვე ვჭამეთ შორეული 63 წლის წინ.
იმის მერე მოდის ეს სახლში თამშის კომპლექსი.
ეს თუ ეხლაც გავაძლიერეთ.
ნეიმარი და ოსკარი კი არა სულ რომ სულმნათი გარინჩა და სოკრატესი წამოვაყენოთ საფლავებიდან ისენიც ვერ გვიშველიან.
მოკლედ ან მოვიგებთ ამ ტურნირს და შევხვდებით მსოფლიოს ფავორიტებათ.
ან ვიქნებით მაინც ბრაზილიაა და სახლში თამაშობს.
ეგრე კიდე მარტო ინგლისმა მოიგო თავის დროზე.
ბახრამოვი კიდე მკვდარია და შვეიცარიაში ისეთი ვირეშმაკობა მოუგონიათ ეხლა ტრუხა გოლებს ჩვენ აღარავინ ჩაგვითვლის

მაშინ სხვა რაღა დაგვრჩება იამანჟას უნდა მივმართოთ ლოცვით
This post has been edited by babaiaro on 15 Jun 2013, 16:18